თბილისი:
მანჩესტერი:
19-10-2016, 22:07
ავტორი: GeorgeBest ,
ნანახია: 2033,
კომენტარები: 13
ფოსუ-მენსამ გაახანგრძლივა
"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდა ფეხბურთელმა კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.
ფოსუ-მენსამ გაახანგრძლივა
"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდა ფეხბურთელმა, ტიმოთი ფოსუ-მენსამ კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა, რის მიხედვითაც ჰოლანდიელი "ოლდ ტრაფორდზე" 2020 წლამდე დარჩება.

18 წლის ფეხბურთელი "იუნაიტედს" 2014 წელს "აიაქსიდან" შეუერთდა. ფოსუ-მენსამ პირველ გუნდში 12 შეხვედრის ჩატარება შეძლო. მისი დებიუტი 2016 წლის 26 თებერვალს, "არსენალთან" მატჩში შედგა, რომელიც "იუნაიტედმა" 3-2 მოიგო.

"მოხარული ვარ "მანჩესტერ იუნაიტედთან" ახალი კონტრაქტის გაფორმების გამო. მას შემდეგ, რაც ამ დიდებულ კლუბს შევუერთდი ყოველი წუთით ვსარგებლობ და მინდა პროგრესი განვაგრძო. მე ყოველდღე სწავლობ მწვრთნელისა და სამწვრთნელო შტაბისგან." - განაცხადა ფოსუ-მენსამ.

მოურინიომ ჰოლანდიელთან დაკავშირებით მცირე კომენტარი გააკეთა: "ტიმოთი ახალგაზრდა ფეხბურთელია დიდი პოტენციალით და მოხარული ვარ, რომ ახალი კონტრაქტი გააფორმა. ნათელია, რომ ის ყოველდღე სწავლობს და მას მიმდინარე სეზონში ამის დამტკიცების საშუალება ექნება."
ახალი ამბები
13 კომენტარი
№11
ავტორი: Legend Sir Alex
20 ოქტომბერი 2016 11:23
  • სიახლეები: 176
  • კომენტარები: 696
მაგარდ მეიმედება ტიმოტისი, ვფიქრობ მისი საუკეთესო პოზიცია ჩამშლელი ან ცენტრალური მცველი იქნება
0
№12
ავტორი: SANDROGRIGA
20 ოქტომბერი 2016 14:44
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
დახვეწა ჭირდება ისე ნიჭიერი ფეხბურთელია
0
№13
ავტორი: Dutchman
20 ოქტომბერი 2016 18:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 7
ძალიან სასიამოვნო ინფორმაციაა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top