"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდა ჰოლანდიელი შემტევით გერმანული "ვოლფსბურგია" დაინტერესებული. დეპაი ჯერჯერობით ვერ ახერხებს ჟოზე მოურინიოს ნდობის მოპოვებას და სათამაშო დროის სიმცირეს განიცდის ინგლისურ კლუბში.
როგორც ავტორიტეტული გერმანული წყარო Bild-ი იუწყება, "მგლების" მთავარ მწვრთნელს დიტმარ ჰეკინგს სურს შეიძინოს დეპაი და მზადაა შეთავაზებაც გაუკეთოს ინგლისურ გრანდს იანვარში.
მემფის დეპაიმ გასული სეზონის მიმდინარეობისას, ლუი ვან გაალის ხელმძღვანელობით ყველა ტურნირზე ერთად 45 მატჩში მიიღო მონაწილეობა. თუმცა ,ახლა ვითარება შეიცვალა, ზაფხულში ლუი ვან გაალი კლუბიდან წავიდა, მის ნაცვლად კი, ინგლისური გრანდი ჟოზე მოურინიომ ჩაიბარა. პორტუგალიელი საპეციალისტის ხელმძღვანელობის ქვეშ, მემფისმა პრემიერ ლიგის ახალ სეზონში ჯერჯერობით მხოლოდ 12 წუთი ითამაშა, რაც ბუნდოვანს ხდის ჰოლანდიელის მომავალს "მანჩესტერ იუნაიტედში".