თბილისი:
მანჩესტერი:
13-10-2016, 16:11
ავტორი: Legend Sir Alex,
ნანახია: 2388,
კომენტარები: 11
ზლატანს ინდოეთში ეპატიჟებიან
შვედს ინდოეთში ყოფილი თანაგუნდელი ეპატიჟება.
ზლატანს ინდოეთში ეპატიჟებიან
"მანჩესტერ იუნაიტედის" შვედი ვარსკვლავის შეძენას ინდური კლუბი, "დელის დინამუსი" შეეცდება, რომლის მთავარი მწვრთნელი ჯანლუკა ძამბროტაა. იტალიელი და შვედი კი, ერთ დროს "იუვენტუსის" ღირსებას ერთად იცავდნენ.

ინდური კლუბის იტალიელ მენეჯერს სურს შვედი ინდოეთში სათამაშოდ მიიწვიოს, მას შემდეგ, რაც ზლატანს "იუნაიტედთან" კონტრაქტი ამოეწურება.

იბრაჰიმოვიჩი ინგლისურ გრანდს გასულ სატრანსფერო ფანჯარაზე "პარის სენ-ჟერმენიდან" უფასოდ შეუერთდა, ახალ სეზონში ვეტერანმა ფორვარდმა ინგლისის პრემიერ ლიგაში ჯერჯერობით 7 მატჩი ჩაატრა და თავის გამოჩენა 4-ჯერ მოახერხა.

35 წლის ფორვარდს "იუნაიტედთან" 1 წლიანი კონტრაქტი აკავშირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ იბრამ შესაძლოა ინგლისი სეზონის დასრულების შემდეგ დატოვოს. ძამბროტა სწორედ ამით აპრებს სარგებლობას და შეეცდება ზლატანის დარწმუნებას, რათა შვედმა კარიერის გაგრძელება ინდოეთში მოისურვოს.

"იმის გათვალისწინებით, თუ როგორი ფანები ჰყავს იბრაჰიმოვიჩს ინდოეთში და თუ როგორ აფასებს მას ინდოელი ხალხი, ალბათ რთული არ იქნება მისი დარწმუნება იმაში, რომ კარიერა ინდოეთში გააგრძელოს. ზლატანის კარიერის დასარულს მე მაქსიმალურად ვეცდები მის დარწმუნებას, რათა მან კარიერა "დელის დინამუსში" გააგრძელოს. ვფიქრობ, რომ მალე ინდური ფეხბურთი, დიდი ადგილს დაიკავებს მსოფლიო ფეხბურთში." - განუცხადა იტალიელმა სპეციალისტმა Indian Express.

წყარო: Goal
ახალი ამბები
11 კომენტარი
№11
ავტორი: aspirin11
14 ოქტომბერი 2016 13:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 9
Hah :D
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top