თბილისი:
მანჩესტერი:
12-10-2016, 07:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2441,
კომენტარები: 11
გიგზი "იუნაიტედის" გაწვრთნაზე ოცნებობს
"წითელი ეშმაკების" ლეგენდას თავის ყოფილ კლუბში მუშაობა სურს.
გიგზი
რაიან გიგზმა განაცხადა, რომ მისი სამწვრთნელო ამბიციების მწვერვალი "მანჩესტერ იუნაიტედის" ან უელსის ნაკრების გაწვრთნა იქნებოდა, მაგრამ მზად არის, დამოუკიდებელი სამუშაო დაბალი დივიზიონიდანაც დაიწყოს.

გასულ კვირას გიგზმა უარი განაცხადა "სუონსიში" მუშაობაზე, რის შემდეგაც საჯაროდ თქვა, რომ უელსური კლუბის ამბიციები მას არ აკმყოფილებდა.

BBC Wales-თან ინტერვიუში "იუნაიტედისა" და უელსური ფეხბურთის ლეგენდამ მოგვითხრო, თუ რომელი კლუბები შეესაბამებიან მის კრიტერიუმებს.

"საკუთარი ქვეყნის ნაკრების ან იმ კლუბის გაწვრთნა, რომელშიც თამაშობდი - მწვრთნელის დიდი მიზანია. ჩემთვის ასეთი კლუბი "მანჩესტერ იუნაიტედია". მოხდება ეს თუ არა, არ ვიცი, მაგრამ ყოველთვის მზად ვიქნები ამისთვის.

როგორც ფეხბურთელი, გამარჯვებული ვიყავი და ასეთივე მწვრთნელი უნდა ვიყო. პრემიერ ლიგაში იქნება ეს თუ ჩემპიონშიპში - ჩემთვის სულერთია",
- განაცხადა გიგზმა.
ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: Gamkrelidze
12 ოქტომბერი 2016 22:31
  • სიახლეები: 86
  • კომენტარები: 504
მკიდა რა გამოცდილებაც და სხვა გუნდის გაწვრთნას, სუ რო 3 წელი ტიტული ვერ დადოს მაინც მირჩვენია ყველა მწვრთნელს რო ეს მოვიდეს, კლასი 92_ი დადგება სამწვრთენლო შტაბში ეს რო მოვიდეს რა და ძაან გაასწორებს. მაგრა მიყვარს ეს ძმისცოლა love
1

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top