თბილისი:
მანჩესტერი:
11-10-2016, 15:59
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2623,
კომენტარები: 12
გიგზი: "ლივერპულს" არასდროს გავწვრთნი"
რაიან გიგზი "იუნაიტედის" ისტორიული მეტოქის გაწვრთნას არასდროს დათანხმდება.
გიგზი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარულმა ფეხბურთელმა რაიან გიგზმა პირობა დადო, რომ "წითელი ეშმაკების" ისტორიულ მეტოქეს, "ლივერპულს" არასდროს გაწვრთნის.

გასულ კვირას 42 წლის უელსელი "სუონსის" წარმომადგენლებს შეხვდა, რის შემდეგაც განაცხადა, რომ "გედების" ამბიციებმა არ დააკმაყოფილა. შეკითხვაზე, თუ ვის გაწვრთნას ინატრებდა, მან ორი ვარიანტი დაასახელა - "მანჩესტერ იუნაიტედი" და უელსის ნაკრები.

ამავე დროს გიგზი "იუნაიტედის" გულშემატკივრებს დაპირდა, რომ "ლივერპულს" არასდროს უხელმძღვანელებს.

"არ მინდა, "ლივერპულის" მიმართ უპატივცემულობა გამოვიჩინო, მაგრამ უბრალოდ ვუპასუხებდი: "არა". ახალი მეგობრები არ მჭირდება.

"ლივერპული" - ეს არის გუნდი, რომელიც ჩემთვის უმთავრესი მეტოქე იყო. ფანტასტიკური კლუბი ჰყავთ, მაგრამ "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" შორის მეტისმეტად დიდი მეტოქეობაა იმისათვის, რომ ამ სამუშაოზე ვიფიქრო.

დარწმუნებული ვარ, სტივენ ჯერარდიც ამასვე იტყოდა "მანჩესტერ იუნაიტედთან" შესაძლო თანამშრომლობაზე. უბრალოდ იტყვის: "არა",
- განაცხადა გიგზმა.

წყარო: espn
ინტერვიუები
12 კომენტარი
№11
ავტორი: Amiran Kervalishvili
12 ოქტომბერი 2016 02:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 24
ციტატა: გიორგი
მამენტ არც შემოგთავაზებდნენ მარა ვერ წარმომიდგენია გიგზი ან რომელიმე ლეგენდა ლივერპულის მწვრთნელად. ამით უბრალოდ ხაზს გადაუსვამდნენ მანჩესტერულ კარიერას

არსენალი იქნებოდა იდეალური ვარიანტი
0
№12
ავტორი: stepno
12 ოქტომბერი 2016 11:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
რაა ლივერპულიი ღადაოობთ? wink
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top