თბილისი:
მანჩესტერი:
7-10-2016, 17:08
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2493,
კომენტარები: 14
როხო: "მოურინიოს ჩემი იმედი აქვს"
მარკოს როხო დარწმუნებულია, რომ ჟოზე მოურინიოს გუნდში ადგილს დაიმკვიდრებს.
როხო:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მარცხენა მცველმა, მარკოს როხომ პირობა დადო, რომ "ოლდ ტრაფორდზე" დარჩენისა და გუნდის მთავარ შემადგენლობაში მოსახვედრად იბრძოლებს.

მიმდინარე სეზონის სტარტზე როხომ "იუნაიტედის" შემადგენლობაში ყველა ტურნირზე მხოლოდ სამი მატჩი ჩაატარა. არგენტინელი ლუკ შოუსა და დეილი ბლინდის კონკურენციას ვერ სძლევს, თუმცა ამის გამო კლუბიდან წასვლაზე არ ფიქრობს.

"ჩემს მომავალთან დაკავშირებით ბევრი ჭორი დადის, მაგრამ კლუბში მოსვლის პირველსავე დღეს ჟოზე მოურინიომ მითხრა, რომ ჩემი იმედი აქვს. ერთმანეთს კარგად ვუგებთ.

მომწონს მისი მიდგომა და ფიქრები ფეხბურთელების მიმართ. საქმისადმი მისი მიდგომით გაოცებულიც კი ვიყავი. ახლა ბევრს ვიშრომებ, რათა სათამაშო პრაქტიკა დავიმსახურო. ეს ყველაფერია, რაც მინდა.

გავიმეორებ, ჟოზესთან კარგი ურთიერთობა მაქვს, ერთად დიდ დროს ვატარებთ. ესპანურად და იტალიურად საუბრობს, სულ ხუმრობს",
- განაცხადა როხომ.
ინტერვიუები
14 კომენტარი
№11
ავტორი: Since 1878
7 ოქტომბერი 2016 23:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 14
ციტატა: kantona-7
ზამენისთვის იდეალური ვარიანტია>>> თან დაცვაში უნივერსალია და რასერჩით ვერვხვდები სასტავს არც ითხოვს

მართალი ხარ manunited
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ You Can Write History...
№12
ავტორი: Legend Sir Alex
8 ოქტომბერი 2016 09:48
  • სიახლეები: 176
  • კომენტარები: 696
რო ვფიქრდები ამის ტრანსფერის გამო რამდენი გადაიხადეს და თან ვინ ჩართეს ამის ტრანსფერში პიდაპირ მზარავს. derpwhy ძაან ამზრზენი ფეხბურთელია. cerealguy
0
№13
ავტორი: marcos
8 ოქტომბერი 2016 10:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 45
ესე ხდება ორ საუკეთესო მარცხენა მცველს ყიდულობ(შოუ, როხო) ერთ ერთი უნდა გაბანძებულიყო, ყველაფერი ბლოკნოტას ბრალია..
0
№14
ავტორი: realisti.v
8 ოქტომბერი 2016 15:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1
ნეტა გააგდოს მოურინიომ ეს გლე
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top