თბილისი:
მანჩესტერი:
6-10-2016, 13:44
ავტორი: Jubo,
ნანახია: 2442,
კომენტარები: 16
გიუნდოგანი "იუნაიტედს" უპატივცემულობაში ადანაშაულებს
გიუნდოგანი: "შვაინშტაიგერი უბრალო ფეხბურთელი არ არის"
გიუნდოგანი
"მანჩესტერ სიტის" ახალწვეული ილქაი გიუნდოგანი "იუნაიტედს" უპატივცემულობაში ადანაშაულებს და თვლის, რომ კლუბი ბასტიან შვაინშტაიგერს მეტად უნდა აფასებდეს.

შვაინშტაიგერი გასულ სეზონში ლუი ვან გაალმა შეიძინა, თუმცა მიმდინარე სეზონში, ის ჟოზე მოურინიოს გეგმის ნაწილს არ წარმოადგენს - გერმანელი პირველ გუნდთან ერთადაც კი არ ვარჯიშობს.

"მჯერა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედს" 100 პროცენტიანი სარგებლის მიღება შეუძლია ფორმაში მყოფი ბასტიანისგან. თუ ყველაფერი, რასაც ვკითხულობთ სიმართლეა, "იუნაიტედი" მის მიმართ უპატივცემულობას იჩენს. შვაინშტაიგერი უბრალო ფეხბურთელი არ არის, არც 18 ან 19 წლისაა.

არ შემიძლია ბასტიანის სანაკრებო კარიერის დასრულება პოზიტიურად ან ნეგატიურად შევაფასო, ეს მისი გადაწყვეტილებაა. გერმანიის ნაკრები მადლიერია, რომ ასეთი შესანიშნავი მოთამაშე გვყავდა"
- აცხადებს გიუნდოგანი.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
16 კომენტარი
№11
ავტორი: ALEXI END POGBA
6 ოქტომბერი 2016 18:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 58
Cisfero bozo axvie aqedan
0
№12
ავტორი: U N I T E D
6 ოქტომბერი 2016 19:51
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 165
შვაინშტაიგერი ძირითადსაც იმსახურებს love
1
№13
ავტორი: K1llsw1tch
6 ოქტომბერი 2016 21:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 428
ჟოზეც თავისებურად უბერავს.არ ვიცი ამას იმისთვის აკეთებს რომ თავი ძლიერ მწვრთნელად წარმოაჩინოს (რაც ამის გარეშეც ცხადი იქნებოდა კაცს პოტუთი აქვს ლიგა მოგებული) თუ მართლა ფელაინი ურჩევნია.წარმოდგენა არ მაქ რატომ ერჩის ბასტიანს.პოგბასთან წყვილში დაგლიჯავდა მაგრამ რა ვქნათ, ყველა მწვრთნელს თავისი უაზრო კაპრიზები აქვს აგერ იმ ცენზურა გიუნდოგანმა ვერ გაიხსენა იაია ტურე რა დღეში გვარდიოლას.
0
№14
ავტორი: JuanMata
7 ოქტომბერი 2016 09:44
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ახლა ყველას ვისაც არ ეზარება, შვაინაზე იწყებს ლაპარაკს, წაიღეს ტვინი.

მაგრამ ერთი რაცაა, ნახევრადაცვაში ნამდვილად არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ბასტისნაირი ფეხბურთელი განაცხადშიც არ გყავდეს. თან არაა ისეთ ასაკში რომ საყრდენად ვერ ითამაშოს.

ნუ ჟოზეს თავისი ოფოფები ჰყავს და შიგნით არ ვიცი რა ხდება, მაგრამ აქედან რასაც ვხედავთ, იმსახურებს ეს კაცი შანსს.
0
№15
ავტორი: vanovano
7 ოქტომბერი 2016 12:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 260
დიდი გამოცდილება აქვს და არ შეიძლება ამის გაფანტვა
0
№16
ავტორი: Phil Jones
7 ოქტომბერი 2016 18:19
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ეს შეიძლება მეტს მართლა იმსახურებს, მაგრამ მამიდის ამბავის არ იყოს, გენდოგანს რა ესაქმება?! მითუმეტეს სიტის "ლეგენდას" ტურეს უარესად ექცცევიან! ასე რომ ჯობია მართლა ტავის მამიდას მიხედოს ამან, ისიც კი არ იცის სადაურია, რო ჰკითხო გერმანელია.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top