თბილისი:
მანჩესტერი:
5-10-2016, 21:08
ავტორი: R.v.Persie,
ნანახია: 4042,
კომენტარები: 15
გოლი, რომლითაც რუნომანია დაიწყო
უეინ რუნის ფანტასტიურმა გოლმა ინგლუსრი ფეხბურთი თავდაყირა დააყენა.
გოლი, რომლითაც რუნომანია დაიწყო
16 წლის ასაკში მოედანზე ევერტონის მაისურით გამოჩნდა ყველასათვის უცნობი ახალგაზრდა უეინ რუნი. მან თავისი მატჩი ჩაატარა არსენალის წინააღმდეგ და ფანტასტიური გოლით გამოიჩინა თავი, რითაც შეძლო გადატრიალება მოეხდინა ინგლისურ ფეხბურთში. ამ მატჩის შემდეგ ის ყველაზე ხშირად მოიხსენიებოდა სპორტულ ამბებში და თვით დეივიდ ბექჰემს ადარებდნენ თავისი ტანალანტითა და დარტყმის სტილით. ის მისი თაობის საუკეთესი ფეხბურთელად ითვლებოდა. გულშემატკივრები გაკვირვებულები იყვნენ ამ ახალგაზრდის თამაშის კონტროლითა და გრძელი პასების სიზუზსტით. სიმენის კარში 30 იარდიდან გატანილმა გოლმა ხომ ყველა აღაფრთოვანა. რუნიმ ამ გოლით ჩემპიონების 30 მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა. არსენ ვენგერის განცხადებით, უეინ რუნი იყო ინგლისური ფეხბურთის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი და იცოდა, რომ ის მისი ხასიათის გამო ძალიან ბევრს მიაღწევდა.



მის თანაგუნდელებს სჯეროდათ, რომ ის დაბადებული იყო ვარსკვლავად და დასახულ მიზნებს ყოველთვის მიაღწევდა. ისინი მას ახასიათებენ უნიჭიერეს ფეხბურთელად რომელიც მათ ოდესმე უნახავთ.

დეივიდ ანსვორტი

"ჩვენ ყველანი ვიცოდით თუ როგორი ტალანტი იმალებოდა რუნის შიგნით და მისი გამომჟღავნება მხოლოდ დროის საკითხი იყო. ის ბევრს ვარჯიშობდა, თავს არ ზოგავდა, ამუშავებდა დარტყმებს და ამჟღავნებდა მებრძოლის ხასიათს. არსენალის კარში გატანილი გოლი ყველასთვის მოულოდნელი იყო, მაგრამ არა ჩვენთვის, რადგან ვხედავთიდ თუ რა შეეძლო მას და მან თავის შესაძლებლობებს კარი სწორედ ამ შესანიშნავი გოლით გაუხსნა. ტომას გრავენსენის პასის მიღებისას უეინი კარისკენ ზურგით იდგა. მან მიიღო ბურთი, დაამუშავა და კარგად გაისწორა და შესანიშნავი დარტყმა გამოუვიდა. ბოლო წუთებზე მოახერა გატანა. როცა მისკენ მივდიოდი ვხედავდი თუ როგორ დაესივნენ გახარებული გულშემატკივრები და თანაგუნდელები. მან ეს გოლი მიუძღვნა სწორედ მათ. მას შემდეგ რაც დაიწყო მისი კარიერა ყველანი ვხედავდით როგორი სერიოზულობით ეკიდებოდა თავის საქმეს. ის ბეჯითი იყო, დილით მოდიოდა ძალიან ადრე დაახლოებით საათნახევრით ადრე ვარჯიშის დაწყებამდე და თავს არ ზოგავდა. დარწმუნებული ვარ ასეა იუნაიტედშიც"

ალან ირვინი

"უეინი იყო ფეხბურთელი რომელსაც მწვრთნელი არ სჭირდებოდა. მას იმდენად კარგად ესმოდა თავისი საქმე და არავის მითითებებს არ საჭიროება. ის იყო ფეხბურთელი, რომელიც სკოლიდან ვარჯიშზე მოდიოდა და ევერტონის პირველ გუნდთან ვარჯიშობდა. ის მენტალურად და ფიზიკურად ძალიან ძლიერი და გაწონასწორებული იყო. უეინი მხოლოდ თავისი თავის გაუმჯობესებაზე მუშაობდა რათა გუნდითვის წარმატება მოეტანა. გუნდში მყოფი ყველა ადამიანი აცნობიერებდა იმას, რომ რუნი განსაკუთრებული იყო. მას ჰქონდა თამაშის განსაკუთრებული ხედვა და სტილი. ყველა ცდილობდა მასზე მიებაძა. მასში იყო რაღაც ცეცხლი, რომელიც მის გარშემო ყველაფერს წვავდა. მახსოვს, როცა მასთან რეკორდებზე ვსაუბრობდი მახსოვს, რომ ვუთხარი 10 წელში ბევრ მიზანს მიაღწევდა და მან მითხრა, რომ ყველაფრისთვის იბრძოლებდა. რუნი იყო ფეხბურთელი რომელსაც ჰქონდა დასახული მიზანი, რომელსის მისაღწევადაც დაუღალავად იბრძვის. მას ჩვენ მუდმივად ვაფრთხილებდით, რომ ფულის გამო კონტროლი არ დაეკარგა და ყველაფერი გაეწონასწორებინა ცხოვრებაში. მისი გოლი არსენალში იყო მისი პრეზენტაცია და ყველას ვეუბნებოდი რომ დაიმახსოვრეთ სახელი უეინ რუნი!"

პიტერ მაკინტოში(რუნის პირველი აგენტი)

"უენს ჰქონდა უდიდესი მხარდაჭერა თავისი ოჯახისგან. მე მამაისთან და ბაბუამისთან ერთად დავდიოდი ხოლმე მის თამაშებზე. როდესაც ის მიიწვიეს ინგლისის U16 თამაში ლივერპულიდან რამდენიმე საათის სავალზე იყო ქალაქი სადაც ჩატარდებოდა მისი მატჩი. სამწუხაროდ ვერ ითამაშა. როდესაც ევერტონის პირველ გუნდთან ერთად დაიწყო ვარჯიში მას სკოლა ახალი დასრულებული ჰქონდა და დავიდ მოიესი არ აძლევდა შანსს გამოსულიყო მოედანზე. მახსოვს, როცა ერთხელ მასთან ვიყავი, სახლში შემოვიდა და ამიღო მაისური რომელზეც ეწერა Once blue, always blue. ის ამ ფაქტიტ ძალიან გახარებული იყო და სტიმული მოემატა. ის ყველასათვის უცნობი ფეხბურთელი იყო და სურდა ბევრის მიღწევა. როცა მან პირველი გოლი გაიტანა არსენალის წინააღმდეგ ის ძალიან ბედნიერი იყო რადგან ის გაიცნეს როგორც შესანიშნავი ფეხბურთელი უეინ რუნი."

დარენ გრიფიტსი(ევერტონის პრესცენტრი უფროსი)

მახსოვს, როდესაც ევერტონი არსენალთან თამაშობდა მე ვიჯექი კომენტატორის გვერდით, რომელსაც მიყავდა თამაშის რეპორტაჟი. ბოლო წუთები როცა მიმდინარეობდა დაძაბულები ვიყავით, ყველა იმის მოლოდინში იყო თუ რა მოხდებოდა. უცებ კომენტატორმა გამოაცხადა, რომ უეინ რუნიმ თავისი შესანიშნავი დარტყმით გუნდი წინ გაიყვანა. ეს ყველაზე მაგარი მომენტი იყო, ყველანი სიხარულისგან დავხტოდით. როცა რუნი ახალგაზრდულ ლიგაში თამაშობდა ჟურნალისტმა მკითხა, ვინ იყო გამორჩეული ახალგაზდებს შორის. მე ვუპასუხე რომ ეს იყო უეინ რუნი. როგორც გამოჩნდა ეს პასუხი მისთვის მოულოდნელი იყო. რუნის დებიუტი ევერტონის შემადგენლობაში იყო ტოტენჰემის წინააღმდეგ 2002-2003 წლებში. თუმცა მაგ დროითვის უფრო მეტად ყურადღრება გადატანილი იყო ჩინელ ლი ტაიზე, რომელიც პირველი ჩონელი ფეხბურთელი იყო პრემიერ ლიგაში. რუნის გოლმა, რომელიც მან არსენალს გაუტანა, აღფრთოვანა ხალხი და ასევე ყოველი გაზეთის ჰედლაინებში მხოლოდ რუნის სახელი იწერებოდა. გოლი ჩემპიონისა და ინგლისის ნაკრების მეკარის კარში ასეთი ახალგაზრდისაგან ყველას დაამახსოვრდა და ყველა უეინ რუნის სკანდირებდა. ეს იყო რუნომანიის დასაწყისი!"

წყარო: The Dailymail
სტატიები
15 კომენტარი
№11
ავტორი: LASHQARA
6 ოქტომბერი 2016 12:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
ადამიანი რომელმაც იცხოვრა ისე რომ მიაღწია ფეხბურთში დიდების მწვერვალს და დღეს აღარ მიკვირს ამდენი წლის მერე ზუსტად ისე რომ ვერ თამაშობს როგორც 7-8 წლის წინ სამაგიეროდ მას აქვს შესაძლებლობა თავისი გამოცდილება გაუზიაროს ახალ თაობას და ეს მართლაც უდიდესი ჯილდოა მანჩესტერისთვის რომ გუნდში გყავს უეინ რუნი love am
1
№12
ავტორი: kantona-7
6 ოქტომბერი 2016 13:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
ჩემი შრეკუნია როგორ მიყვარს და როგორ მწყინს ფორმა ასერომ დაკარგა love სამწუხაროდ ყველა ბერდება როდესგაც 3d_9 3d_9
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№13
ავტორი: SANDROGRIGA
6 ოქტომბერი 2016 16:59
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ეჰ რა ფხბურთელი იყოო wink
0
№14
ავტორი: i am united
9 ოქტომბერი 2016 17:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 66
ციტატა: stepno
ეეხ ძველი რუნი დაბრუნდება კიდეე როდესმეე?? smile

სამწუხაროდ ვეღარასდროს sad
მისმა შვილმა უნდა იყოჩაღოს და მაგაზე დიადი ფეხბურთელი დადგეს
0
№15
ავტორი: stepno
9 ოქტომბერი 2016 19:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ციტატა: i am united
ციტატა: stepno
ეეხ ძველი რუნი დაბრუნდება კიდეე როდესმეე?? smile

სამწუხაროდ ვეღარასდროს sad
მისმა შვილმა უნდა იყოჩაღოს და მაგაზე დიადი ფეხბურთელი დადგეს

კარგი იქნება მაგრამ რუნიზე დიადიი რავიციი თითქმის წარმოუდგენელი მგონია
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top