თბილისი:
მანჩესტერი:
5-10-2016, 21:06
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3287,
კომენტარები: 12
ედრიან დოერტი - "კლას 92-ს" დაკარგული ვარსკვლავი
ერთი ფეხბურთელის ისტორია.
ედრიან დოერტი -
ფოტო გადაღებულია 1990 წელს. ედრიან დოერტი ქვედა რიგში მარჯვნდიდან პირველი.


რაიან გიგზისა და პოლ სქოულზის პარტნიორი გასაოცარ ნიჭს ფლობდა. ასე თვლიდა უამრავი ადამიანი, მათ შორის ბრენდან როჯერსი და სერ ალექს ფერგიუსონი. მაგრამ მათ მოლოდინს გამართლება არ ეწერა.

შესაძლოა ასეთი ფეხბურთელის სახელი არც კი გსმენიათ, მაგრამ ერთხელ მაინც თუ გინახავთ როგორ ეპყრობა იგი ბურთს, ვერასდროს დაივიწყებდით მას. ედრიანი - ეს არის ადამიანი, რომელსაც "კლას 92"-ზე საუბრისას არავინ იხსენებს. ის გიგზის მოპირდაპირე მხარეს თამაშობდა, სერ ალექსი და მთელი სამწვრთნელო შტაბი კი მას უელსელზე ნიჭიერ ფეხბურთელად მიიჩნევდა. "ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ვინგერია მათ შორის, ვინც მინახავს" - იხსენებდა რონი პაკი, წიგნის - "იუნაიტედის" ჩვილების" თანაავტორი, რომელიც ახალგაზრდა გუნდზე მოგვითხრობდა.

"იუნაიტედის" სკაუტები მის შესახებ ამბობდნენ: "ედრიანს შეუძლია ჩიტს დაეწიოს". აი ასეთი სწრაფი გახლდათ ის."

პალო 70-ანი წლების ბოლოს ახალგაზრულ გუნდს აკვირდებოდა და მისი სიტყვებით მხოლოდ ოთხი ფეხბურთელი გახდებოდა ძირითადის მუდმივი წევრი: ნორმან უაიტსაიდი, რაიან გიგზი, პოლ სქოულზი და ედრიან დოერტი. "ოდესღაც ერთმა მწვრთნელმა თქვა, რომ მთელი ახალგაზრდობიდან გუნდში გზას მხოლოდ უილსონი, სქოულზი და დოერტი გაიკვლევდნენ. უილსონს ჯადოსნური მარცხენა ფეხი ჰქონდა, ხოლო სქოულზს მოედნის საოცარი ხედვა, მაგრამ სისწრაფის უკმარისობა. დოერტი კი ამ ყველაფერს ერთად ფლობდა."

ამით ბრენდან როჯერსსაც შეეძლო დაეკვეხნა. დოერტის ჩრდ. ირლანდიის სასკოლო გუნდში თამაშისას დაუმეგობრდა და "ოლდ ტრაფორდზე" ფერგიუსონის კარიერის დასაწყისში ისინი ერთად წარადგენდნენ "იუნაიტედს" სასკოლო შეჯიბრებებზე. როჯერსის სიტყვებს ორაზროვნად ვერ გაიგებ: "ჰკითხეთ გიგზს, სქოულზს ან ძმებ ნევილებს და ისინი გეტყვიან, რომ საუკეთესო ფეხბურთელი, ვისთან ერთადაც მათ უთამაშიათ ედრიანია."

ფერგიუსონმა დოერტი პირველად 1990 წელს ათამაშა, როცა ის ჯერ კიდევ 16 წლის იყო.

"ვარჯიშებზე დოერტი ისეთ შედეგებს აჩვენებდა, რომელიც ჯერ არავის უნახავს ჯორჯ ბესტის შემდეგ. სამწვრთნელო შტაბმა ფერგიუსონი ბელფასტელი ბიჭის განაცხადში დაყენებაში დაარწმუნა." - წერდა დევიდ მიკი გაზეთ Manchester Evening News-ში.

სინამდვილეში ის არა ბელფასტიდან, არამედ სტრაბანიდან იყო, ქალაქი, რომელიც ჩრდ. ირლანდიის დედაქალაქის მახლობლად მდებარეობს. მაგრამ არსი ხომ გასაგება. "მისი სისწრაფე და სპორტული უნარები ვარჯიშებზე ნამდვილ აღმოჩენად იქცა."

"დოერტი ის-ის იყო იწყებდა ვარჯიშს და ბევრი რამ არ ესმოდა, მაგრამ მისი სიმამაცე მის შესაძლებლობებს შეესაბამებოდა. ედრიანი იყო ვინგერი, რომელსაც შეეძლო უმაღლესი სისწრაფის ხარჯზე მოტყუებაზე წასულიყო და ორივე ფეხს ერთნაირად კარგად იყენებდა."
- აგრძელებდა მიკი.

საქმე იმაშია, რომ დოერტიმ ვერც ერთი მატჩი ვერ ჩაატარა "მანჩესტერ იუნაიტედში", მისი ცხოვრება კი ტრაგედიით სავსეა. დაგეგმილ დებიუტამდე რამდენიმე დღით ადრე ედრიანი ერთ-ერთ ყველაზე საშინელ ტრავმას იღებს - ჯვარედინ მყესებს იწყვიტავს.

გამოჯანმრთელებას შვიდი თვე დასჭირდა. დაბრუნების შემდეგ პირველივე მატჩის წინ ის ისევ დაშავდა. ამჯერად ედრიანმა ლაზარეთში ერთ წელიწადზე მეტი დაჰყო. დოერტი დაბრუნდა, თუმცა რამდენიმე მატჩის შემდეგ გაირკვა, რომ ეს ის მოთამაშე აღარ იყო. მყესის ტრავმა მაშინ გაცილებით სახიფათო იყო, ვიდრე ახლა. ჩვეულებრივ, ის ფეხბურთელის კარიერას ასრულებდა. ედრიანი კი ერთ-ერთი მსხვერპლი გახდა.

ედრიან დოერტი - "კლას 92-ს" დაკარგული ვარსკვლავი


მამამის ჯიმის ყოველთვის მიაჩნდა, რომ "იუნაიტედს" ტრავმისა და რეაბილიტაციის დროს გაცილებით მეტი უნდა გაეკეთებინა. სინამდვილეში კი "დოკი" - როგორც მას თანაგუნდელები მიმართავდნენ - არასდროს ყოფილა კლასიკური სუპერვარსკვლავი. მას არ აინტერესებდა მოდური ვარცხნილობები, მანქანები, ძვირფასი ტანსაცმელი. ედრიანის დანახვა ხშირად შეიძლებოდა "კლიფეზე" - კლუბის ყოფილ სავარჯიშო ბაზაზე მარტო მდგომი სვიტრითა და მხარზე გადაკიდებული გიტარით. რობი სევიჯი მასზე ერთი წლით უმცროსი იყო და ახსოვს თუ "როგორ ღრიალებდა ედრიანი მეზობელ ოთახში". დოერტი თავის გიტარას შობაზე ატარებდა და ბობ დილანის სიმღერას პარტნიორებს უმღეროდა. ფეხბურთის თამაშზე მეტად მას ლექსების წერა უყვარდა. "ედრიანი მამაცი, ძლიერი და კარგი ფეხბურთელი იყო, მაგრამ ის უფრო მეტად ჭკვიან და განათლებულ ადამიანად მახსენდება. მას უყვარდა მისიკის, წიგნებისა და პოეზიის შესახებ საუბარი." - მოგვითხრობს ბრაიან მაკკლერი.

ამის შემდეგ კი დოერტი კარჩაკეტილ ადამიანიად იქცა. ის ცხოვრებას იმდენად გამოეყო, რომ პრესტონში შოკოლადის ქარხანაში დაიწყო მუშაობა. მის ანგარიშზე "დერი სიტიში" ჩატარებული სამი მატჩი ირიცხებოდა, სადაც ერთხელ ჯიმი მუშაობდა. შემდეგ კი ედრიანმა ფეხბურთი საერთოდ მიატოვა. როჯერსი იხსენებს, რომ დოერტის მეგობრებთან ერთად მუსიკალურ ინდუსტრიაში სურდა შეჭრა და მისი გამოსვლების ამსახველი ჩანაწერები ინტერნეტშიც არსებობს.

მაგრამ ამან არ გაამართლა. 2000 წლის აპრილი. "იუნაიტედი" - ევროპის ჩემპიონია, 8 წლის განმავლობაში პრემიერ ლიგის 6 ტიტული მოიპოვა, "კლას 92" კი "ოლდ ტრაფორდზე" თავს იწონებს. ეს სწორედ ის თვე გახლდათ, როცა დოერტი ამსტერდამში გადაბარგდა და ავეჯის ქარხანაში მოეწყო. მუშაობის პირველ კვირას ედრიანი დილის მატარებელზე დაწევას ცდილობდა, როცა რაღაცას ფეხი წამოკრა და თხრილში ჩავარდა. ედრიანი კომაში ერთი თვის განმავლობაში იმყოფებოდა და 9 ივნისს გარდაიცვალა. მალე მას 27 წელი შეუსრულდებოდა.

რატომ გადავწყვიტეთ ამ ისტორიის ახლა მოყოლა? მოხდა ისე, რომ ხვალ მისი კონტრაქტის გაფორმებიდან რამდენიმე წელი გადის. ის მხოლოდ 14 წლის იყო და მთელი ცხოვრება წინ ჰქონდა. ეს ისტორია ღირს მოსაყოლად: ვარსკვლავი, რომელიც ვერასდროს ვიხილეთ.

უკეთესი, ვიდრე გიგზი? ამას ვერასდროს გავიგებთ, მაგრამ ისედაც საკმარისი ფაქტები გვაქვს: "არსენალი" მის შეძენას ჯერ კიდევ მაშინ გეგმავდა, სანამ მას "იუნაიტედი" აღმოაჩენდა. მეტ ბრედლი მას ასე აღწერდა: "ჩემი სამწვრთნელო და სკაუტის 30 წლიანი კარიერის განმავლობაში მასზე უკეთესი ირლანდიელი ფეხბურთელი არასდროს მინახავს." ნაკრებში იგი პირველად 17 წლის ასაკში გამოიძახეს. გარი ნევილი: "ის იყო შესანიშნავი ადამიანი, რომელიც ყველასთან პოულობდა საერთოდ ენას და ვერავის აწყენინებდა." კლუბმა მას Inside United-ში საპატიო ადგილი მიუჩინა, რაიან გიგზი კი მას "შემაძრწუნებელს" უწოდებს. ტონი პაკი: "აიღეთ ცოტა გიგზი, დაუმატეთ კანჩელსკისი და შეურიეთ მასში კრიშტიანუ რონალდუ. თქვენ ადრიენ დოერტი გამოგივათ."

დოერტის ისტორიამ ყველას უნდა შეგახსენოთ, თუ რა სწრაფად იცვლება თქვენი ცხოვრება: შეიძლება ბურთი ცუდად დაეცეს, მოწინააღმდეგე არასწორად გეთამაშოს ან მუხლი უბრალოდ გადაგიბრუნდეს - ყველაფერი შეიცვლება. ამ ბედში ედრიანი მარტოსული არ არის. საფეხბურთო სამყარო სავსეა ასეთი ადამიანებით. ტრავმებმა მათი ბედი შეცვალა და ისინი მიივიწყეს.

მალე გამოვა წიგნი, რომელშიც დიდებული ადამიანები მასზე დაწერენ. მათ შორის სერ ალექსი და როჯერსიც. ფერგიუსონი ედრიანს "დაუოკებელ დალღად" მოიხსენიებდა. ბრენდანი კი იმ პერიოდს იხსენებს, როცა "რედინგში" მასთან იჯარის წესით ჯიმ ლეიტონი გადავიდა და ისინი "იუნაიტედს" განიხილავდნენ: "მას ამა თუ იმ ახალგაზრდა ფეხბურთელის შესახებ ვეკითხებოდი, ის კი მუდამ მპასუხობდა, რომ არ ახსოვს." შემდეგ როჯერსმა სტრაბანელი ბიჭი გაიხსენა, რომელსაც ედრიანს ეძახდნენ. ლეიტონი მაშინვე გაჩერდა და... "დოკი?" - იკითხა მან. "დოკი - ლეგენდაა."

წყარო: carrick.ru
სტატიები
12 კომენტარი
№11
ავტორი: Phil Jones
6 ოქტომბერი 2016 16:40
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
საწყალი, ამაზეა ნათქვამი უიღბლო ადამიანიო!
0
№12
ავტორი: SANDROGRIGA
6 ოქტომბერი 2016 17:31
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
არვიცი რა ვთქვა, პირველ რიგში მადლობა ამ სიახლის დადებისთვის. ძალიან სამწუხაროა რო ასეთი ფეხბურთელის სახელი წლების შემდეგ უბრალო გულშემატკივარმა არ იცის recourse
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top