ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იულიან ლოპეტეგმა გუნდში “მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველ ანდერ ერერას უხმო. ეს ბასკი ფეხბურთელისთვის “ფურია როხაში” პირველი მიწვევაა. ლოპეტეგმა “იუნაიტედის” საყრდენი ტიაგო ალკანტარას ნაცვლად გამოიძახა, რომელიც ესპანეთს ტრავმის გამო გამოაკლდა.
ერერა უკვე რეგულარულად ხვდება "იუნაიტედის" თერთმეტეულში და პოლ პოგბას მთავარ მეწყვილე მოიაზრება. ანდერი "იუნაიტედის" თვის საუკეთესოს წოდებისთვის იბრძვის მარკუს რეშფორდთან და ზლატან იბრაჰიმოვიჩთან ერთად.
ესპანეთის ეროვნული ნაკრები 6 ოქტომბერს, ტურინში, იტალიას ეთამაშება, ხოლო სამი დღის შემდგომ ტირანაში ალბანეთის ნაკრებს გაეჯიბრება.