თბილისი:
მანჩესტერი:
3-10-2016, 12:06
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2572,
კომენტარები: 12
რეშფორდი და ლინგარდი ნაკრებში გამოიძახეს
"იუნაიტედის" ახალგაზრდა დუეტი ინგლისის ნაკრების შემადგენლობას უბრუნდებიან.
რეშფორდი და ლინგარდი ნაკრებში გამოიძახეს
ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა გარეთ საუთგეითმა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩისთვის 23-კაციანი განაცხადი დაასახელა. დასახელებულ სიაში "მანჩესტერ იუნაიტედის" დუეტი ჯესი ლინგარდი და მარკუს რეშფორდიც მოხვდნენ.

18 წლის რეშფორდი, რომელმაც სწორედ საუთგეითის 21-წლამდელთა ნაკრებში გასულ თვეში ნორვეგიის ამავე ასაკის ნაკრების კარში სამი გოლი გაიტანა, ამჯერად პირველი ნაკრების რიგებში ითამაშებს. აქვე მოხვდა ლინგარდიც, რომელსაც ჯერჯერობით არცერთი მატჩი არ ჩაუტარებია "სამ ლომთა" მაისურით.

ინგლისის ნაკრების სრული შემადგენლობა:

მეკარეები: ფრეიზერ ფორსტერი ("საუთჰემპტონი"), ჯო ჰარტი ("ტორინო"), ტომ ჰიტონი ("ბარნლი")

მცველები: რაიან ბერტრანი ("საუთჰემპტონი"), გარი კეჰილი ("ჩელსი"), ფილ იაგიელკა ("ევერტონი"), გლენ ჯონსონი ("სტოკი"), დანი როუზი, კაილ უოლკერი ("ტოტენჰემი"), კრის სმოლინგი ("მანჩესტერ იუნაიტედი"), ჯონ სტოუნსი ("მანჩესტერ სიტი").

ნახევარმცველები: დელე ალი, ერიკ დაიერი ("ტოტენჰემი"), მიჩეილ ანტონიო ("ვესტ ჰემი"), ჯორდან ჰენდერსონი ("ლივერპული"), ჯესი ლინგარდი, უეინ რუნი ("მანჩესტერ იუნაიტედი"), რაჰიმ სტერლინგი ("მანჩესტერ სიტი"), ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი, თეო უოლკოტი ("არსენალი").

თავდამსხმელები: მარკუს რეშფორდი ("მანჩესტერ იუნაიტედი"), დანიელ სტარიჯი ("ლივერპული"), ჯეიმი ვარდი ("ლესტერ სიტი").
ახალი ამბები
12 კომენტარი
№11
ავტორი: JuanMata
4 ოქტომბერი 2016 09:18
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
მე ლინგარდის თამაშიც მომეწონა, მარჯვენა ფლანგზე აშკარად საუკეთესო ვარიანტია მანჩესტერში, ყოველთვის აქტიურობს და ბევრს დარბის, შანსი თუ მიეცა, მგონია კარგად ითამაშებს, ნუ რეშფორდზე აღარაა საუბარი, დღევანდელ ინგლისელებში ჩემთვის რეშფორდი პირველია.
0
№12
ავტორი: vanovano
4 ოქტომბერი 2016 14:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 260
რაშფორდა, მომავალი ინგლისისა და მანიუს კაპიტანი
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top