თბილისი:
მანჩესტერი:
1-10-2016, 14:24
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3616,
კომენტარები: 19
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სტოკ სიტი" (პრევიუ)
პრემიერ ლიგის მე-7 ტურის მატჩის პრევიუ.
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სტოკ სიტი" (პრევიუ)


სტადიონი: "ოლდ ტრაფორდი", მანჩესტერი
მონაცემი: ინგლისის პრემიერ ლიგა, მე-7 ტური
თარიღი: შაბათი, 2 ოქტომბერი, 2016 წელი
მთავარი მსაჯი: ბობი მედლი
მატჩის დასაწყისი: 15:00, (ჩვენი დროით)

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სტოკ სიტი" (პრევიუ)


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სტოკ სიტი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


ტრავმირებულები: ჯონსი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
განაცხადი: De Gea, Romero, Valencia, Darmian, Fosu-Mensah, Bailly, Blind, Rojo, Smalling, Shaw, Carrick, Fellaini, Herrera, Mata, Depay, Pogba, Schneiderlin, Young, Mkhitaryan, Lingard, Rooney, Ibrahimovic, Martial, Rashford.
ლუკ შოუ და ჰენრიხ მხითარიანი გუნდს უბრუნდებიან. ლაზარეთში მხოლოდ მცველი ფილ ჯონსი რჩება.


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სტოკ სიტი" (პრევიუ)

"სტოკ სიტი"


ტრავმირებულები: აირლანდი, აფელაი, ბატლენდი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: ალენი, უოლტერსი, ჰუაგორი
განაცხადი: Given, Grant, Shawcross, Martins Indi, Cameron, Bardsley, Pieters, Johnson, Muniesa, Imbula, Allen, Whelan, Adam, Arnautovic, Sobhi, Shaqiri, Diouf, Bony, Bojan, Crouch, Walters.

"ოლდ ტრაფორდზე" გასამართ მატჩში საეჭვოა ნახევარმცველ ჯო ალენის მონაწილეობა, რომელმაც "ვესტ ბრომთან" მატჩში ტრავმა მიიღო და მთელი კვირის განმავლობაში არ უვარჯიშია. ფორვარდი ჯო უოლტერსი შემადგენელობას უბრუნდება, ხოლო მეკარე ჯეკ ბატლენდი კვლავ ლაზარეთშია.


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სტოკ სიტი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


მე-6 ადგილი, 12 ქულა

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სტოკ სიტი" (პრევიუ)


ბოლო ექვსი შეხვედრა: მ-მ-მ-წ-წ-მ

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სტოკ სიტი" (პრევიუ)


"მანჩესტერ იუნაიტედმა" ზედიზედ სამი მარცხის შემდეგ ზედიზედ სამი გამარჯვება მოიპოვა ყველა ტურნირის მასშტაბით.

"ზარიასთან" 1-0 გამარჯვებამ გუნდის ხუთმატჩიანი სერია დაასრულა, რომელიც ყველა ტურნირზე ჩატარებულ მატჩებში მინიმუმ 1 გოლის გაშვებას გულისხმობს.

ჟოზე მოურინიომ ოქტომბერის თვეში პრემიერ ლიგაში ჩატარებული ბოლო 4 მატჩიდან 3 წააგო.

უკანასკნელად, როცა "მანჩესტერ იუნაიტედი" პრემიერ ლიგის ჩემპიონი გახდა, 2012/13 წლებში 6 ტურის შემდეგ ზუსტად ასეთივე მაჩვენებლები ჰქონდა - 4 მოგება, 2 წაგება.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სტოკ სიტი" (პრევიუ)

"სტოკ სიტი"


მე-19 ადგილი, 2 ქულა

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სტოკ სიტი" (პრევიუ)


ბოლო ექვსი შეხვედრა: ფ-წ-წ-წ-წ-ფ

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სტოკ სიტი" (პრევიუ)


"სანდერლენდი" და "სტოკ სიტი" მიმდინარე სეზონში ორადორი გუნდია, რომელთაც გამარჯვება ჯერ კიდევ არ მოუპოვებიათ.

პრემიერ ლიგის 6 გუნდიდან 4, რომელთაც პირველი 6 ტურის შემდეგ მხოლოდ 2 ქულა ჰქონდათ დაგროვილი, სეზონის ბოლოს უმაღლესი დივიზიონიდან ვარდებოდნენ.

"სტოკ სიტიმ" პრემიერ ლიგაში ბოლო 13 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო - 1 მოგება, 4 ფრე, 8 წაგება.

"ბორნმუთსა" და "სტოკ სიტის" ამჟამად პრემიერ ლიგაში ყველაზე ცოტა, 4 გოლი აქვთ გატანილი.

"მეთუნუქეები" პრემიერ ლიგის ბოლო 16 მატჩში ვერ ახერხებენ კარის "მშრალად" შენახვას.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სტოკ სიტი" (პრევიუ)


მოთამაშეების შესახებ ცნობები და პოტენციური რეკორდები


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სტოკ სიტი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


წამყვანი ბომბარდირი: იბრაჰიმოვიჩი - 6 გოლი (4 ლიგაში).

უეინ რუნიმ "ოლდ ტრაფორდზე" პრემიერ ლიგის მატჩებში 100 გოლი გაიტანა. ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც ერთ სტადიონზე გატანილი გოლების რაოდენობით 100-ს გადააჭარბა, "არსენალის" ყოფილი მოთამაშე ტიერი ანრია, რომელმაც "ჰაიბერიზე" 114 გოლის გატანა მოახერხა.

"მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტან უეინ რუნის კიდევ 3 გოლის გატანა სჭირდება იმისათვის, რომ სერ ბობი ჩარლტონთან ერთად კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის წოდება გაიყოს.

"იუნაიტედმა" პრემიერ ლიგის ბოლო 7 მატჩიდან, რომელშიც რუნი სასტარტო შემადგენლობაში არ გამოსულა, 5 მოიგო.

"სტოკ სიტის" წინააღმდეგ ინგლისის ჩემპიონატში "ოლდ ტრაფორდზე" ჩატარებულ ბოლო სამ მატჩში რუნიმ 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

2011/12 წლებში ინგლისში გადასვლის შემდეგ ხუან მატამ პრემიერ ლიგაში "ჩელსისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურით 82 გატანილ გოლში მიიღო მონაწილეობა (41 გოლი, 41 საგოლე გადაცემა). ამ მაჩვენებლით ის ლიდერობას "მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველ დავიდ სილვასთან იყოფს.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სტოკ სიტი" (პრევიუ)

"სტოკ სიტი"


წამყვანი ბომბარდირი: კრაუჩი – 3 გოლი.

თუკი მოედანზე ბარდსლი, შოუქროსი და დიუფი გავლენ, თავიანთი ყოფილი კლუბის წინააღმდეგ ითამაშებენ.

ურთიერთშეხვედრები


გუნდები ერთმანეთს ყველა ტურნირზე ჯამში 104-ჯერ შეხვდნენ. "მანჩესტერ იუნაიტედმა" 43-ჯერ იმარჯვა, "სტოკმა" 28-ჯერ, ხოლო 33 შეხვედრა ფრედ დასრულდა.

"სტოკ სიტიმ" პრემიერ ლიგაში "ოლდ ტრაფორდზე" ჩატარებული რვავე მატჩი ჩაატარა. "უიგანისა" და "სტოკის" გარდა "იუნაიტედს" 100%-ანი საშინაო მაჩვენებელი სხვა არავისთან აქვს.

მას შემდეგ, რაც "სტოკ სიტი" "იუნაიტედს" პრემიერ ლიგის პირველ 11 მატჩში ვერ ამარცხებდა, "მეთუნუქეებმა" ბოლო 5 შეხვედრიდან 2 მოიგეს (2 მოგება, 1 ფრე, 2 წაგება).

"წითელმა ეშმაკებმა" პრემიერ ლიგაში "სტოკ სიტის" 35 გოლი გაუტანეს - მეტი, ვიდრე ნებისმიერმა სხვა გუნდმა შეძლო.

ჯამში "მეთუნუქეებს" პრემიერ ლიგაში "წითლების" წინააღმდეგ სულ 12 მატჩი აქვთ წაგებული, 2 ფრედ დაასრულეს, ხოლო 2 წააგეს.

40 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც "სტოკ სიტიმ" უკანასკნელად დაამარცხა "იუნაიტედი" გასვლაზე - 0-1 გამარჯვება 1976 წელს. ეს "მეთუნუქეების" უკანასკნელი მატჩი იყო, რომელიც მათთვის "ოლდ ტრაფორდზე" გოლის გაუშვებლად დასრულდა.

"სტოკ სიტიმ" "იუნაიტედთან" გასვლაზე ჩატარებული 43 მატჩიდან მხოლოდ 5 მოიგო.

"მანჩესტერ იუნაიტედს" "სტოკ სიტისთან" თავისი 16 საშინაო მატჩიდან არცერთი არ წაუგია (15 მოგება, 1 ფრე), ბოლო 13 კი მოიგეს.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სტოკ სიტი" (პრევიუ)


სახლში და გასვლაზე


ლიგა: "იუნაიტედი" - 38 მოგება, "სტოკი" - 22 მოგება, ფრე - 26.
პრემიერ-ლიგა: "იუნაიტედი" - 12 მოგება, "სტოკი" - 2 მოგება, ფრე - 2.


"იუნაიტედის" სტადიონი


ლიგა: "იუნაიტედი" - 25 მოგება, "სტოკი" - 5 მოგება, ფრე - 13.
პრემიერ-ლიგა: "იუნაიტედი" - 8 მოგება, "სტოკი" - 0 მოგება, ფრე - 0.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სტოკ სიტი" (პრევიუ)


გასული წლის ანალოგიური მატჩი

"მანჩესტერ იუნაიტედი" 3-0 "სტოკ სიტი"

თარიღი: 2 თებერვალი, 2016
მსაჯი: როჯერ ისტი
გოლები "იუნაიტედის" რიგებში: ლინგარდი 14', მარსიალი 23', რუნი 53

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სტოკ სიტი" (პრევიუ)


შემადგენლობა:


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სტოკ სიტი" (პრევიუ)


მატჩში დაფიქსირებული სტატისტიკა:


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სტოკ სიტი" (პრევიუ)


მსაჯთა ბრიგადა


მთავარმა მსაჯმა ბობი მედლიმ პრემიერ ლიგაში 6 მატჩი განსაჯა, 27 ყვითელი და 1 წითელი ბარათი აჩვენა.

გვერდითი მსაჯები: მარკ პერი, ედვარდ სმარტი
სათადარიგო მსაჯი: მაიკ ჯონსი
მატჩის წინ
19 კომენტარი
№11
ავტორი: Gamkrelidze
1 ოქტომბერი 2016 21:11
  • სიახლეები: 86
  • კომენტარები: 504
უნდა მოვიგოთ აუცილებლად რომ ჩემპიონობისთვის ვიბრძოლოთ !
0
№12
ავტორი: ALEXI END POGBA
1 ოქტომბერი 2016 23:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 58
Movigebt aba ra
0
№13
ავტორი: ALEXI END POGBA
2 ოქტომბერი 2016 08:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 58
AMA's movigebt Mara liverpuls tu mouget mere chempionobazec vibrdzolebt

Clash of clans vinme tamashobt
0
№14
ავტორი: pol pogba6
2 ოქტომბერი 2016 10:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 8
Universalze iqneba tu icit?
0
№15
ავტორი: SHAVLO
2 ოქტომბერი 2016 10:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 19
უეჭველი მოვიგებთ wink am
0
№16
ავტორი: U N I T E D
2 ოქტომბერი 2016 11:25
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 165
ციტატა: pol pogba6
Universalze iqneba tu icit?

კი კი იქნებაა wink
0
№17
ავტორი: kaxeti
2 ოქტომბერი 2016 13:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 407
ცალი ფეხით უნდა მოვიგოთ პირველივე ტაიმში
0
№18
ავტორი: Legend Sir Alex
2 ოქტომბერი 2016 13:53
  • სიახლეები: 176
  • კომენტარები: 696
ასეთი სტოკის დამარცხება იუნაიტედს საკუთარ კედლებში წესით არ უნდა გაუჭირდეს.
0
№19
ავტორი: U N I T E D
2 ოქტომბერი 2016 14:43
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 165
წარმატებები ბიჭებო manunited
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top