თბილისი:
მანჩესტერი:
1-10-2016, 14:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2432,
კომენტარები: 11
მოურინიო: "საუკეთესოს მისაღებად დრო მჭირდება"
ჟოზე მოურინიო წარმატების მისაღევად დროს მოითხოვს.
მოურინიო:
ჟოზე მოურინიო აცხადებს, რომ უფრო მეტი დრო სჭირდება "მანჩესტერ იუნაიტედისგან" საუკეთესო შედეგის მისაღებად.

"წითელი ეშმაკები" ოქტომბერში რამდენიმე მნიშვნელოვან მატჩს ჩაატარებენ. 9 დღის ინტერვალში გუნდი "ლივერპულს", "ფენერბაჰჩეს", "ჩელსისა" და "მანჩესტერ სიტის" დაუპირისპირდება.

აქამდე კი ჟოზემ "იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე 10 მატჩი ჩაატარა და ფიქრობს, რომ მატჩების ეს რაოდენობა საკმარისი არ არის ფეხბურთელების შესაცნობად.

"დრო მჭირდება. მინდა ფეხბურთელები ვათამაშო, მათი სხვადასხვა მდგომარეობაში ხილვა მსურს, მათ შესახებ მეტის გაგება მსურს.

იმდენი რამის გაგება შეიძლება ფეხბურთელების შესახებ! რაც მეტს მუშაობ მათთან ერთად, მით მეტს იგებ მათ შესახებ. გუნდთან თუ სამი, ოთხი ან ხუთი თვე გაქვს ნამუშევარი, სიურპრიზებს აუცილებლად აღმოაჩენ",
- განაცხადა პორტუგალიელმა.

მიუხედავად იმისა, რომ ოქტომბრის თვეში გუნდს გადატვირთული გრაფიკი აქვს და თავის უშუალო კონკურენტებს ხვდება, მოურინიო არ აპირებს ამ მატჩებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭებას.

"ყველა მატჩი მნიშვნელოვანია. "უოტფორდთან" მატჩი მნიშვნელოვანი იყო და სამი ქულა დავკარგეთ, "სიტისთან" წაგებისგან განსხვავებული. ასე რომ, ჩემთვის ყველა მატჩი მნიშვნელოვანია, მართალი ხართ, ოქტომბერში დიდ მეტოქეებს ვეთამაშებით, მაგრამ ესეც გადატანადია".
ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: krekera
7 ოქტომბერი 2016 10:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 334
ამ 4 თამაშიდან 3 მაინც უნდა მოვიგოთ თორეე...
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top