თბილისი:
მანჩესტერი:
1-10-2016, 12:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2111,
კომენტარები: 12
შვაინშტაიგერით "დალასი" ინტერესდება
ბასტიან შვაინშტაიგერი ამერიკულ კლუბს სურს.
შვაინშტაიგერით
"მანჩესტერ იუნაიტედიდან" წასვლის პირას მყოფი ბასტიან შვაინშტაიგერი საფეხბურთო კლუბ "დალასს" შეიძლება შესთავაზონ.

ჟოზე მოურინიოს გუნდში შანსის მიუღებლობის შემდეგ გერმანელი ნახევარმცველი კლუბის 23-წლამდელთა გუნდთან ერთად ვარჯიშობს.

გამომდინარე იქიდან, რომ სიტუაციის შეცვლის არავითარი იმედი არ არსებობს, შვაინშტაიგერისთვის MLS-ში გადასვლა გამოსავალი უნდა აღმოჩნდეს.

"დალასის" პრეზიდენტი დენ ჰანტი ბასტიანის დიდი გულშემატკივარია და მას გასაოცარ ფეხბურთელს უწოდებს.

"ყოველთვის მისი და მისი გუნდების წარმატების თაყვანისმცემელი ვიყავი. ეს ეჭვგარეშეა, ბასტიანი გამარჯვებულია" თუმცა რთულია იმის წინასწარმეტყველება, გამოგვივა თუ არა მისი შეძენა. ამჟამად მხოლოდ ერთი მოთამაშის შეძენა შეგვიძლია და ამ ადგილის ამოვსება თავდამსხმელით გვსურდა. შეიძლება აზრი შევიცვალოთ, ვნახოთ რა მოხდება.


წყარო: goal.com
ახალი ამბები
12 კომენტარი
№11
ავტორი: dybbuk
2 ოქტომბერი 2016 02:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1535
მაგრად მენანება მისი ესე აუტში ყოფნა, მაგრამ რა გაეწყობა
0
№12
ავტორი: stepno
2 ოქტომბერი 2016 03:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Aradaa mqondaa imedi bastibubusi :-((
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top