თბილისი:
მანჩესტერი:
30-09-2016, 11:00
ავტორი: Legend Sir Alex,
ნანახია: 2824,
კომენტარები: 13
"იუნაიტედის" განათხოვრებული ფეხბურთელები
"იუნაიტედიდან" იჯარით გაშვებული ფეხბურთელების შედეგები.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" ზაფხულში კლუბისთვის რამოდენიმე გამორჩეული მოთამაშე გაანათხოვრა სხვადასხვა გუნდებში, მოდით ერთად ვნახოთ თუ, როგორ ასპარეზობენ და რა შედეგს აფიქსირებენ "იუნაიტედიდან" იჯარით წასული ფეხბურთელები სხვადასხვა კლუბებში.

ადნან იანუზაი

"მანჩესტერ იუნაიტედის" ბელგიელი ფეხბურთელი, რომელიც ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე პრემიერ ლიგის ბინადარ "სანდერლენდს" მიაშურა. 21 წლის ბელგიელს "შავ კატებში" მისთვის კარგად ნაცნობი მწვრთნელი, დევიდ მოიესი ელოდა, იანუზაი სწორედ შოტლანდიელი სპეციალისტის დროს გახდა ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი და სწორედ მან დააწინაურა ბელგიელი "იუნაიტედის" პირველ გუნდში.

ადნან იანუზაი პირველ მატჩში სათაგარიგო სკამზე მოხვდა "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ და თამაშში მეორე ტაიმში ჩაერთო, მას შემდეგ ბელგიელი "სანდერლენდის" ძირითადი გუნდის წევრია, "შავ კატებში" მოიესი ადნანს მარჯვენა გარემარბის პოზიციაზე იყენებს.

იანუზაიმ მოახერხა და გამრჯვების გოლი გაიტანა ინგლისი ლიგის თასზე "შრიუსბერის" წინააღმდეგ, მაგრამ მომდევნო ტურში "ტოტენჰემის" წინააღმდეგ წითელი ბარათი მიიღო და მოედანი თამაშის დასრულებამდე ადრე დატოვა.

ანდრეას პერეირა

"მანჩესტერ იუნაიტედის" ბრაზილიელი ლეგიონერი, რომელიც ესპანურ "გრანადაში" განათხოვრდა, უკვე რეგულარულად იღებს ლა ლიგის თამაშებში მონაწილეობას.

პერიერას დებიუტი "გრანადაში" აგვისტოს თვეში "ლას პალმასთან" 5:1 წაგებულ შეხვედრაში შედგა და მას შემდეგ ბრაზილიელმა ლა ლიგაში ყოველ მატჩში 90 წუთი ითამაშა.

20 წლის ბრაზილიელს ესპანეთში იყენებენ ცენტრალურ ნახევარმცველად მან საკმოად კრგად იასპარეზეა "ბეტისთან" გამრთულ შეხვედრაში ანგარიში 2:2 დაფიქსირდა პერირას კი, აღნიშნულ შედეგში დიდი წვლილი მიუძღვის. მიუხედავად იმისა რომ "გრანადა" 6 ტურის შემდეგ ლა ლიგაში 2 ქულით მე-19 პოზიციას იკავებს, ანდრეასი გუნდისათვის შეუცვლელ ფიგურას წარმოადგენს.

კამერონ ბორტუიკ–ჯექსონი

ახალგაზრდა ინგლისელი მარცხენა მცველი გასულ ზაფხულს იჯარით ჩემპიონოშიპის ბინადარს "ვულვერჰემპტონს" შეუერთდა. კამერუნის დებიუტი "მგლების" შემადგენლობაში "ბარტონთან" ფრედ დასრულებულ შეხვედრაში შედგა, ამის შემდეგ ჯექსონი გახდა "მგლების" მწვრთნელის ვალტერ ზენგას ფავორიტი მარცხენა ლანგზე.

19 წლის ჯექსონმა ბოლო სამი თამაში დაიწყო "მგლების" სასტარტო შემადგენლობაში, ამ სამი შეხვედრიდან "ვულვერჰემპტონმა" ორ შეხვედრში გამარჯვება შეძლო, ზენგას კოლექტივმა "ბრენტფორდის" და რაფა ბენიტესის "ნიუკასლი" დაამარცხა და ინგლისი პრემიერ ლიგის ფლეი ოფის ზონაში აღზევდა.

ჯეიმს უილსონი

ინგლისელი ფორვარდი, რომელიც "დერბში" განათხოვრდა, ვერ ატარებს კარგ და ნაყოფიერ სეზონს, რაშიც მხოლოდ უილსონს ვერ დავადანაშაულებთ. საქმე თავად "დერბი ქაუნთიშია". ჩემპიონოშიპის ბინადრებს ამჟამად ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვთ ჩემპიონოშიპში გატანილი ბურთების რაოდენობით. "დერბს" ჯერჯერობით 9 შეხვედრაში მხოლოდ 3 ბურთი აქვს შეგდებული.

მისი დებიუტი "დერბი ქაუნთიში" "ბარტონთან" შეხვედრაში შედგა, სადაც მისმა გუნდმა მატჩი 1:0 დათმო, ამის შემდეგ "დერბიმ" მორიგი მარცხები "ნიუკასლთან და "იპსვიჩთსან" იწვნია. უილსონი მატჩებში მონაწილეობას იღებს, მაგრამ ინგლისელის თამაში ჯერჯერობით შედეგიანი არაა და "დერბს" მდგომარეობას ვერ უმსუბუქებს.
ახალი ამბები
13 კომენტარი
№11
ავტორი: SAF
30 სექტემბერი 2016 18:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 692
არ გეწყინოთ მაგრამ არ არიან ესენი მანიუს დონის არცერთი derpneutral
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის წყეული "ლივერპულის" დამხობაა, შეგიძლიათ სიტყვა-სიტყვით დაბეჭდოთ."-1986 წელი,ფერგი.
№12
ავტორი: man21utd
30 სექტემბერი 2016 18:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 201
ამ ბოლო დროს ვნახე და იანუზაი საკმაოდ ბევრი დრიბლინგი აქვს შესრულებული უკვე ბოლოs ხუთეულში იყო ამ კომპონენტში მგონი, პრემიერ ლიგაში
0
№13
ავტორი: U N I T E D
4 ოქტომბერი 2016 19:09
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 165
იმედია ადნანი და პერეირა უფრო კარგები დაგვიბრუნდებიან manunited
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top