ჟოზე მოურინიომ პასუხი გასცა კრიტიკოსებს, რომლებიც "იუნაიტედის" ზედიზედ სამი მარცხის შემდეგ გააქტიურდნენ.
განსაკუთრებით აქტიურობდნენ "ლივერპულის" ყოფილი ფეხბურთელები, როგორებიც გრემ სუნესი, სტივ მაკმანამანი, დენი მერფი, ჯეიმი კარაგერი და სხვები არიან.
მოურინიოს მიაჩნია, რომ თანამედროვე ფეხბურთში ასეთი ადამიანების არსებობა აუცილებლობააა.
"ახლა ზედიზედ სამი საშინაო მატჩი გვაქვს, რაც კარგია - სახლში თამაში. მშვენივრად მესმის, რომ ყველას გავუცრუეთ იმედი. გულშემატკივრები გასული კვირის შედეგებით უკმაყოფილონი არიან - ამას ნათლად ვაცნობიერებ, მაგრამ მჯერა, რომ კვლავ დაგვიჭერენ მხარს, როგორც ეს ყოველთვის სჩვევიათ.
დიახ, ცუდი კვირა გვქონდა. ვიცი, რომ ამქვეყნად ყველას აინშტაინი ჰგონია თავისი თავი, ხალხი ჩემი 16-წლიანი კარიერის დავიწყებასაც კი აპირებს, რომ არაფერი ვთქვათ "მანჩესტერ იუნაიტედის" დაუჯერებელ ისტორიაზე და ამის გამო მხოლოდ სამი ცუდი შედეგის მიხედვით აზროვნებს. ასეთია თანამედროვე ფეხბურთი, "აინშტაინებით" სავსე", - განაცხადა ჟოზემ.