თბილისი:
მანჩესტერი:
20-09-2016, 18:51
ავტორი: GeorgeBest ,
ნანახია: 2502,
კომენტარები: 11
რეშფორდი ახალ კონტრაქტს მიიღებს
კლუბი მარკუს რეშფორდს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს.
რეშფორდი ახალ კონტრაქტს მიიღებს
Mirror-ის ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედი" მარკუს რეშფორდს, რომელიც უკვე იქცა კლუბის ერთ-ერთ ყველაზე იმედის მომცემ ფეხბურთელად, ახალ კონტრაქტს შესთავაზებს.

18 წლის ფეხბურთელმა მაისში კონტრაქტი 2020 წლამდე გაახანგრძლივა, რის მიხედვითაც 20,000 ფუნტს გამოიმუშავებს. გამოცემის ინფორმაციით, რეშფორდით რამდენიმე კლუბი უკვე ინტერესდება, ამიტომ ინგლისური კლუბის ხელმძღვანელობა უფრთხის იმ შემთხვევის განმეორებას, რომელიც პოლ პოგბასთან დაკავშირებით მოხდა.

როგორც ცნობილია, კლუბის ხელმზღვანელობა ინგლისელს 5 წლიან კონტრაქტს შესთავაზებს გაცილებით მაღალი ანაზღაურებით.

პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში მარკუს რეშფორდმა 3 მატჩი ჩაატარა და 2 გოლის გატანა მოახერხა.
ახალი ამბები
11 კომენტარი
№11
ავტორი: Legend Sir Alex
21 სექტემბერი 2016 08:56
  • სიახლეები: 176
  • კომენტარები: 696
იუნაიტედის მომავალი - მარკუს რეშფორდი love
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top