თბილისი:
მანჩესტერი:
19-09-2016, 10:24
ავტორი: Legend Sir Alex,
ნანახია: 3714,
კომენტარები: 20
მოურინიოს პსჟ-ს ფეხბურთელი სურს
"იუნაიტედი" პარიზელთა ფეხბურთელით ინტერესდება.
მოურინიოს პსჟ-ს ფეხბურთელი სურს
"მანჩესტერ იუნაიტედის" პორტუგალიელ მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს "პარის სენ-ჟერმენის" ბრაზილიელი შემტევის ლუკას მოურას დამატება სურს.

როგორც მოგეხსენებათ, ლუკასი ახლოს იყო 2013 წელს "ოლდ ტრაფორდზე" გადასვლათან, მაგრამ ტრანსფერი ბოლო წუთს ჩაიშალა და ბრაზილიელი ტალანტი "სან პაულოდან" ფრანგულ "პარის სენ-ჟერმენში" აღმოჩნდა.

ბრაზილიელი ფეხბურთელის აგენტის, ვაგნერ რიბიეროს განცხადებით, მოურას შეძენა მოურინიომ სცადა, როცა ეს უკანასკნელი ჯერ კიდევ "რეალ მადრიდს" ედგა სათავეში. აგენტმა აქვე ისიც დაამატა, რომ მოურინიოს ჯერ კიდევ აინტერესებს ლუკასი და სურუს ბრაზილიელი "იუნაიტედში" მიიწვიოს სათამაშოდ.

"ლუკასის შეძენა სურდა"რეალს", ისინი ჩვენ დაგვიკავშირდნენ, მაგრამ ეს არ იყო ფლორენტინიო პერესი, ეს იყო ჟოზე მოურინიო."

"მოურინიო დაინტერესებული იყო ჩემი კლიენტით "რეალში" მუშაობის დროს და ეს ინტერესი ახლაც არ გამქარალა. ახალა მის გადაბირებას "იუნაიტედში" ეცდება." -დაასრულა ვაგნერ რიბიერომ.

"მანჩესტერ იუნაიტედში" დანიშვის შემდეგ ჟოზე მოურინიომ უკვე 150 მილიონი ფუნტი დახარჯა და "ოლდ ტრაფორდზე" ისეთი ფეხბურთელები მოიყვანა, როგორებიც ერიკ ბაი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ჰენრიხ მხითარიანი და პოლ პოგბა არიან.

ლუკას მოურა "პარის სენ-ჟერმენში" 2013 წელს 38 მილიონის სანაცვლოდ გადავიდა და ამ დროის განმავლობაში პარიზელთა მაისურით 167 მატჩი ჩაატარა და მეტოქის კარის აღება 26-ჯერ მოახერხა.

წყარო:M.E.N.
ახალი ამბები, ტრანსფერები
20 კომენტარი
№11
ავტორი: Legend Sir Alex
19 სექტემბერი 2016 15:05
  • სიახლეები: 176
  • კომენტარები: 696
ციტატა: ლადო
ხალხოოო რაებს წერთ ნუ გამაგიჟეთ. 5 თამაში ვითამაშეთ ჯერ აცადეთ. ვან გაალს 2 წელი მიეცით, მოიესს ერთი და ნახევარი სეზონი მაინც აცადეთ


გეთანხმებიუ ესე მალ-მალე არ შიძლება მწვრთნელების ცვლა ჯერ მოუს წასვლაზე ლაპარაკი ზედმეტია, უბრალოდ კარგი იქნება თუ სწორ დასკვენბს გამოიტანს და იუნაიტედში შემტევ ფეხბურთს ათამაშებს, აშკარად არ ყავს მოუს იუნაიტედში ისეთი დონის მცველები როგორიც ჩელსში ყავდა, მაგრამ სამაგიეროდ შეტევაში გუნდს ძალაინ კარგი ხალხი ყავს და მგონია, რომ შემტევი ფეხბურთის თამაშით იუნაიტედი უფრო მეტ წარმატებას მიახწევს.
0
№12
ავტორი: - MEMPHIS
19 სექტემბერი 2016 15:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 30
ძაან კაი ფეხბურთელია,მაგრამ ამის ყიდვას სჯობს ვალენსიას შემცვლელი მოვძებნოთ მისი დიდი პატივისცემის მიუხედავად
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ SCORE IN FRONT OF 75.000 FANS
№13
ავტორი: gela-manutd
19 სექტემბერი 2016 15:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
უკვე აღარ მჯერა არავისი
0
№14
ავტორი: MEMPHIS 7
19 სექტემბერი 2016 16:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
ციტატა: tyeshela1
ციტატა: MEMPHIS 7
არაა ცუდი მაგრამ მე გრიზმანი მირჩევნია თავის სიმიონესთან ერთად

ჟოზე არაა ცუდი მწვრთნელი მაგრამ ეს ფეხბურთის სტილი არმომწონს და მგონი

ეს მანჩესტერს არუხდება მანჩესტერი შემტევი გუნდია

ამაზე დიდი სისულელე ცხოვრებაში არ მინახავს. და ინდა თQვა რო სიმეონე უფრო შემტევ ფეხბურთს თამაშოს ვირე ჟოზე? ://

არმითქვამს სიმიონე შემტევ ფეხბურთს თამაშობსთქო მაგარი მოტივატორია მიტო მომწონს. უბრალოდ ის ავღნიშნდ რო მანჩესტერი შემტევი გუნდიათქო და სისულეე შენ მოგდის ალბათ თავშიიი ვერხედავ რო ის კომენტარი მერე დავწერე და ნუ მასწავლი ვინ როგორ ფეხბურთს თამაშობს და საერთოდ ცენზურაბებს ნუწერთ ბიჭო(რათქმაუნდა ყველას არვგულისხმობ) ვითომ ფეხბურთი იციან და ფანებია არია თამაში რომელზე იწყება არიციან რომელ არხზე იქნება ის არიცია და თუ ერთი თამაში ჩააგდო ფეხბურთელმა მარხავენ
0
№15
ავტორი: shotkin
19 სექტემბერი 2016 17:31
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ამას გრიზმანი მირჩევნია ბევრად ესეც კაია მარა მგონია რო ვერ გაამართლებს რავი , ზოგადად მეგონა უფრო მაგარი ფეხბურთელი დადგებოდა მოურა ამ დროისთვის და გრიზმანი ჯობია ვიყიდოთ
0
№16
ავტორი: Legend Sir Alex
19 სექტემბერი 2016 17:48
  • სიახლეები: 176
  • კომენტარები: 696
ციტატა: shotkin
ამას გრიზმანი მირჩევნია ბევრად ესეც კაია მარა მგონია რო ვერ გაამართლებს რავი , ზოგადად მეგონა უფრო მაგარი ფეხბურთელი დადგებოდა მოურა ამ დროისთვის და გრიზმანი ჯობია ვიყიდოთ


დადგებოდა კიდევაც მეტი სათამაშო დრო,რომ მიეცა პსჟ-ს.
0
№17
ავტორი: Malboro463
19 სექტემბერი 2016 20:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
რამდენი წელია ამის ტრანსფერს ველოდები ნეტა იყიდონ.

მწვრთვნელს რაც შეხება ჟოზეს ანჩელოტი მერჩივნა გენიოსია ტიპი მარა არ მოუა ცუდი აინვრის მერე მოხოდავს კარგად გუნდს ასე მგონია. გრანდებთან კიდე სვარკის ყურება მოგვიწევს
0
№18
ავტორი: crawling
19 სექტემბერი 2016 22:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 49
ეს იყიდოს და სირთავას შევურიგდები
0
№19
ავტორი: Lee Sharpe
20 სექტემბერი 2016 14:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 561
მაგ ჭკუაზეა პესეჟე ეს გაუშვას
0
№20
ავტორი: el rey
29 ოქტომბერი 2016 16:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5
am
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ https://www.youtube.com/watch?v=93YexzbliDI

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top