ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩის პრევიუ.
"ფეიენოორდი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)
სტადიონი: "სტადიონ ფეიენოორდ", როტერდამი
მონაცემი: ევროპის ლიგა. ჯგუფური ეტაპი 1-ლი ტური
თარიღი: ხუთშაბათი, 15 სექტემბერი, 2016 წელი
მთავარი მსაჯი: ხესუს ხილ მანსანო (ესპანეთი)
მატჩის დასაწყისი: 21:00, (ჩვენი დროით)
"ფეიენოორდი"
ტრავმირებულები:
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
განაცხადი: Vermeer, Hahn, Bijlow, Hansson, Jones, Karsdorp, van Beek, Kongolo, van der Heijden, Woudenberg, Nieuwkoop, Dammers, Botteghin, Vejinović, El Ahmadi, Vilhena, Berghuis, Tapia, Gustafson, Toornstra, Hansson, Hamer, Kuyt, Jørgensen, Elia, Вaşaçıkoğlu, Kramer, Fernandes, Robertha, El Hankouri
.
"მანჩესტერ იუნაიტედი"
ტრავმირებულები: ჯონსი
დისკვალიფიკაცია: არავინ
განაცხადი: De Gea, Romero, Johnstone; Darmian, Bailly, Blind, Fosu-Mensah, Rojo, Smalling; Carrick, Fellaini, Herrera, Mata, Memphis, Pogba, Schneiderlin, Young; Ibrahimovic, Martial, Rashford.
ჟოზემ მოურინიომ "ფეიენოორდთან" მატჩისთვის 20 ფეხბურთელი შეარჩია. მანჩესტერში დარჩნენ ლუკ შოუ, ანტონიო ვალენსია, ჯესი ლინგარდი, ჰენრიხ მხითარიანი და გუნდის კაპიტანი უეინ რუნი. ფილ ჯონსი მუხლის ტრავმის გამო დაახლოებით ერთ თვეს გამოტოვებს.
კენჭისყრამ ერთ ჯგუფში შეყარა ეროვნული თასების მფლობელი ორი გუნდი - "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ფეიენოორდი" - და ამავე სახეობის ტურნირის ორი ფინალისტი თავიანთ ქვეყანაში - "ფენერბაჰჩე" და "ზარია". პირველ ტურში "მანჩესტერ იუნაიტედი" სტუმრად ეწვევა "ფეიენოორდს", ხოლო "ზარია" "ფენერბაჰჩეს" უმასპინძლებს.
წინა შეხვედრები
გუნდები ერთმანეთს ორჯერ შეხვდნენ 1997/98 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე და ორივე მატჩი "იუნაიტედმა" მოიგო.
1997 წლის 22 ოქტომბერს "ოლდ ტრაფორდზე" მასპინძლებმა 2-1 იმარჯვეს სქოულზისა და ირვინის გოლებით, საპასუხო შეხვედრაში კი, რომელიც როტერდამში 5 ნოემბერს გაიმართა, ენდი კოულმა ჰეთ-ტრიკი შეასრულა, რასაც მასპინძლებმა მხოლოდ იგორ კორნეევის გოლით უპასუხეს.
ფაქტები გუნდების შესახებ
"ფეიენოორდი"
"ფეიენოორდმა" ეროვნულ ჩემპიონატში ბოლო 11 წლის განმავლობაში საუკეთესო სტარტი აიღო. ჯოვანი ვან ბრონკჰორსტის შეგირდებმა საწყისი ხუთივე შეხვედრა მოიგეს და სატურნირო ცხრილს ლიდერობენ.
ბოლოს ჰოლანდიის ჩემპიონატის პირველ 5 მატჩში "ფეიენოორდმა" 5 გამარჯვება 2005/06 წლების სეზონში მოიპოვა. იმ სეზონში გუნდმა მესამე ადგილი დაიკავა.
კლუბის უკანასკნელი მარცხი ჰოლანდიის ჩემპიონატში 2016 წლის 14 თებერვლით თარიღდება, მას შემდეგ გუნდმა ზედიზედ 15 მატჩი მოიგო - 13 მოგება, 2 ფრე.
"ფეიენოორდმა" ინგლისური კლუბების წინააღმდეგ ევროტურნიზე 21 მატჩი ჩაატარა: 6 მოგება, 5 ფრე, 10 წაგება.
საკუთარ მოედანზე ინგლისელთა წინააღმდეგ "ფეიენოორდმა" 10-ჯერ ითამაშა: 3 მოგება, 1 ფრე, 6 წაგება.
"ფეიენოორდმა" ინგლისური კლუბების წინააღმდეგ ჩატარებული ბოლო 7 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო (1 მოგება, 1 ფრე, 5 წაგება), როცა 2002/03 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის მატჩში "ნიუკასლი" დაამარცხა.
ეს მეორე შემთხვევა იქნება, რაც "ფეიენოორდი" ევროპის ლიგაზე ასპარეზობს. პირველ შემთხვევაში ტურნირიდან გუნდი იტალიურმა "რომამ" გამოაგდო 2014/15 წლების სეზონში.
ჰოლანდიელებმა ბოლო თავიანთი 8 ევროპული მატჩიდან (შესარჩევის გარდა) 4 მოიგეს და 4 წააგეს.
"ფეიენოორდის" ბოლო მატჩი ინგლისურ კლუბთა უეფა-ს თასზე როტერდამში "ბლექბერნის" წინააღმდეგ შედგა და ფრედ 0-0 დასრულდა.
"მანჩესტერ იუნაიტედი"
უეფა-ს თასის პირველ რაუნდში "წითელმა ეშმაკებმა" ბოლოს 1995/96 წლების სეზონში ითამაშეს, როცა ვოლგოგრადის "როტორთან" წააგეს გასვლაზე გაშვებული გოლის მიზეზით.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" ჰოლანდიური კლუბების წინააღმდეგ ევროტურნირზე 14 მატჩი ჩაატარა: 7 მოგება, 3 ფრე, 4 წაგება.
ჰოლანდიაში "იუნაიტედმა" ადგილობრივი კლუბების წინააღმდეგ 7-ჯერ ითამაშა: 2 მოგება, 2 ფრე, 3 წაგება.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" ევროტურნირებზე თავისი ბოლო 7 გასვლითი მატჩიდან (გარდა შესარჩევისა) 6 წააგო და 1 ფრედ ითამაშა. "წითლებმა" ევროპაში გამართული ბოლო 3 მატჩი წააგეს, მაგრამ ზედიზედ 4 არასდროს წაუგიათ.
"იუნაიტედი" ევროტურნიზე ჰოლანდიურ კლუბს ბოლოს შარშან შეხვდა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე და 1 შეხვედრა წააგო, მეორედ ფრედ დასრულდა.
"ფეიენოორდის" ადგილობრივ სტადიონთან "იუნაიტედს" სასიამოვნო მოგონებები აკავშირებს. 1991 წლის 15 მაისს სწორედ მოიგო ევროპული ქვეყნების თასების თასი "ბარსელონას" წინააღმდეგ და 1985 წლის შემდეგ სერ ალექს ფერგიუსონის თაოსნობით გახდა პირველი გუნდი, რომელსაც აღნიშნული ტიტული ერგო.
კავშირი გუნდებს შორის
"ფეიენოორდის" მთავარი მწვრთნელი ჯოვანი ვან ბრონქჰორსტი 2001-2003 წლების სეზონში "არსენალის" რიგებში თამაშობდა და "იუნაიტედის" წინააღმდეგ მატჩიც ჩაუტარებია.
"ფეიენოორდის" 36 წლის ფეხბურთელმა დირკ კიუიტმა "ლივერპულის" შემადგენლობაში ექვსი სეზონი გაატარა, ამიტომ ნამდვილად იცის, რას ნიშნავს "წითელი ეშმაკების" წინააღმდეგ თამაში.
"იუნაიტედის" ფეხბურთელები დეილი ბლინდი და მემფის დეპაი "ოლდ ტრაფორდზე" გადასვლამდე ჰოლანდიაში "აიაქსისა" და პსვ-ს რიგებში თამაშობდნენ შესაბამისად და "ფეიენოორდის" წინააღმდეგ არაერთხელ უთამაშიათ.
გუნდების ბოლო შედეგები თავისი ქვეყნების ჩემპიონატის ბოლო მატჩებში:11.09.2016. "ფეიენოორდი" - "დენ ჰააგი" 3:1 (კიუიტი 10, იორგენსენი 34, ელ-აჰმადი 90 - მარენგო 86)
"ფეიენოორდი": ჯონსი, კარსდორპი, ბოტეგინი, ვან დერ ჰეიდენი, ვაუდენბერგი (კონგოლო 88), ელ-აჰმადი, კიუიტი (გუსტაფსონი 83), ტრინდადე, ბერგეისი (ბასაჯიკოგლუ 76), იორგენსნეი, ტორნსტრა.
მდგომარეობა ჩემპიონატში: 1-ლი ადგილი, 15 ქულა.
10.09.2016. "მანჩესტერ იუნაიტედი" - "მანჩესტერ სიტი" 1-2 (იბრაჰიმოვიჩი 42 - დე ბრუინე 15, იჰეანაჩო 36)
"მანჩესტერ იუნაიტედი": დე ხეა, ბაიი, ბლინდი, შოუ (მარსიალი 81), ვალენსია, ფელაინი, ლინგარდი (რეშფორდი 46), მხითარიანი (ერერა 46), რუნი, პოგბა, იბრაჰიმოვიჩი
მდგომარეობა ჩემპიონატში: მე-4 ადგილი, 9 ქულა.