თბილისი:
მანჩესტერი:
14-09-2016, 22:23
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3885,
კომენტარები: 16
მოურინიომ თავისი გადაწყვეტილება განმარტა
ჟოზე შემადგენლობაში შეტანილ ცვლილებებზე საუბრობს.
მოურინიომ თავისი გადაწყვეტილება განმარტა
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განმარტა, თუ რატომ დატოვა პირველი გუნდის შემადგენლობის ხუთი ფეხბურთელი ევროპის ლიგის მატჩის განაცხადს მიღმა.

მცველები ანტონი ვალენსია და ლუკ შოუ მანჩესტერში დარჩნენ, ისევე როგორც, ნახევარმცველი ჯესი ლინგარდი და ჰენრიხ მხითარიანი. 20-კაციან განაცხადში არ არის გუნდის კაპიტანი უეინ რუნიც.

მატჩის წინა პრესკონფერენციაზე მოურინიომ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხთან ერთად იმ მოთამაშეებზეც ისაუბრა, რომელთაც სათამაშო პრაქტიკა სჭირდებათ. თავისი საუბარი კი იმით დაიწყო, თუ რატომ არ არის უეინ რუნი გუნდთან ერთად.

"სეზონის სტარტიდან მოყოლებული ყველა თამაში ჩაატარა. ასევე 90 წუთი გაატარა მოედანზე ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში. გასული უქმეების მატჩშიც 90 წუთი ითამაშა, ამიტომ მინდა, პრემიერ ლიგის მომდევნო მატჩს დასვენებული შეხვდეს. მის პოზიციაზე ბევრი არჩევანი და ფეხბურთელი მყავს, ასე რომ, ძალიან რთული იყო შანსიც მიცემა".


როცა ჰკითხეს, თუ როგორ შეხვდა რუნი ამ ამბავს, მოურინიომ უპასუხა: "კარგად, ვფიქრობ, უკეთესია, თუკი ფეხბურთელს ეტყვი, რომ შენთან ერთად არ მოდის, მაგრამ ჩვენ მხოლოდ უეინ რუნი ვსაუბრობთ. გუნდთან ერთად არც ანტონიო ვალენსია ჩამოსულა და არც ლუკ შოუ. ამ პოზიციებზე სხვა მოთამაშეებიც მყავს, დასვენებული მოთამაშეები ამ მატჩისთვის და დასვენებულები მომდევნო კვირისთვის.

აქ ხუთშაბათს ვთამაშობთ, მერე სახლში ვბრუნდებით და იქ 12 საათზე ვთამაშობთ. ვეცდები, აქ ძლიერი გუნდი გამოვიყვანო, კვირასაც ძლიერი გუნდი გამოვიყვანო და თან ზოგიერთი მოთამაშე დავასვენო. უეინმა ეს ამბავი პროფესიონალურად მიიღო, სხვებმაც ასევე".


ხუთშაბათს ზუსტად ერთი წელი შესრულდება მას შემდეგ, რაც ლუკ შოუმ "პსვ ეინდჰოვენთან" მატჩში ფეხი მოიტეხა. მოურინიო კატეგორიულად უარყო, რომ სწორედ ეს იყო მიზეზი შოუს განაცხადს მიღმა დატოვებისა.

"არა, ეს არ ვიცოდი. გადაწყვეტილება ნეგატიურ საგანზე დაყრდნობით არ მიმიღია. მიზეზი მარტივია - მარკოს როხო ძალიან კარგი ფეხბურთელია, რომელიც კარგად მუშაობს, ბევრს შრომობს. ჩემი არჩევანი პრემიერ ლიგის ბოლო 4 მატჩში იყო ლუკი, ლუკი, ლუკი, ლუკი და ახლა მარკუსის ჯერია, ასე რომ, მარტივი არჩევანია".


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
16 კომენტარი
№11
ავტორი: dachi_mu
15 სექტემბერი 2016 11:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
არა ბიჭო კომფლიქტი აქ მაგათთან და იმიტო არ წაიყვანა lol ვაახ
0
№12
ავტორი: JuanMata
15 სექტემბერი 2016 13:31
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: WeAreUnited
იცი რა მიკვირს ევროპა ლიგა რაღაცა ტურნირი გვგონია არადა საჭირო კი არა სავალდებულოა ამ შემადგენლობით ევროპა ლიგის მოგება ეს კარგი რეპეტიცია იქნება შემდეგ წელს ჩლ მოსაგებად ;) პრემიერლიგაში სამეულს ველოდები ნაკლები არ დამაკმაყოფილებს


გეთანხმები, აუცილებლად უნდა ვიბრძოლოთ ამ ტურნირზე, ბოლო-ბოლო ერთადერთი ჩემპიონატია, რომელიც მოგებული არ გვაქვს, თან ევროპული გამოცდილება ამ გუნდს ნაკლებად აქვს, რაც ფერგი წავიდა, ევროტურნირები სანატრელი გაგვიხდა.
0
№13
ავტორი: man21utd
15 სექტემბერი 2016 16:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 201
ზლატანიც უნდა დაეტოვებინა. შეტევაში მინდა რო რეშფორდი მარტიალი და დეპაი ათამაშოს დანარჩენი ცენზურანია
0
№14
ავტორი: stepno
15 სექტემბერი 2016 17:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ციტატა: man21utd
ზლატანიც უნდა დაეტოვებინა. შეტევაში მინდა რო რეშფორდი მარტიალი და დეპაი ათამაშოს დანარჩენი ცენზურანია

მეც მეგონა რო ზლატანსაც დაასვენებდაა ისე შეიძლება ძირითადში არ დააწყებინოს ზლატანს smile
0
№15
ავტორი: redarmy10
15 სექტემბერი 2016 19:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 167
ამ შემთხვევაში ვეთანხმები მაგრამ აი სიტისთან ან ძალით წააგო ან კიდე რაგაცეები აერია ძაან ცუდი სასტარტო დააყენა და 1ვე ტაიმში წავაგეთ თამაში
0
№16
ავტორი: kobinio
15 სექტემბერი 2016 19:41
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
Propesionalia romelmac icis saqme
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top