თბილისი:
მანჩესტერი:
11-09-2016, 19:59
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3512,
კომენტარები: 13
იბრაჰიმოვიჩის გასაოცარი მიღწევა დერბიში
ზლატან იბრაჰიმოვიჩი ისტორიაში შევიდა.
იბრაჰიმოვიჩის გასაოცარი მიღწევა დერბიში
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა უნიკალური მიღწევით გამოიჩინა თავი, როცა მანჩესტერულ დერბიში "ოლდ ტრაფორდზე" კლაუდიო ბრავოს კარი აიღო.

მიუხედავად იმისა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" დამარცხდა, შვედს ნამდვილად აქვს ზეიმის მიზეზი. "სიტის" კარში გატანილი გოლი იბრაჰიმოვიჩისთვის მეშვიდე გოლი გამოდგა ევროპის ცნობილ დერბულ მატჩებში.

34 წლის შვედი პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ევროპული ფეხბურთის 7 სხვადასხვა დერბიში გაიტანა გოლი.

ზლატანს თავი გამოჩენილი აქვს "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ "იუნაიტედის" მაისურით, მადრიდის "რეალისა" და "ესპანიოლის" წინააღმდეგ "ბარსელონას" მაისურით, მილანურ დერბიში "მილანისა" და "ინტერის" მაისურით და "დერბი დ'იტალიაში" "ინტერსა" და "იუვენტუსის" წინააღმდეგ.

მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. იბრაჰიმოვიჩმა გოლი გაიტანა ასევე "აიაქსის" რიგებში "ფეიენოორდის" წინააღმდეგ "დე კლასეკიერის" მატჩში და პსჟ-ს მაისურით "მარსელის" წინააღმდეგ "ლე კლასიკეს" მატჩში.

წყარო: goal.com
ახალი ამბები
13 კომენტარი
№11
ავტორი: temo-scholes
12 სექტემბერი 2016 01:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1666
ზლატანიშეეეეეე!!!!!!!!!! am am
0
№12
ავტორი: LASHQARA
12 სექტემბერი 2016 02:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1990
კაცი რომელსაც თავის ხელწერა აქ ფეხბურთში love am იშვიათი ეგზემპლარი am
0
№13
ავტორი: stepno
12 სექტემბერი 2016 10:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
სავარაუდოოდ გახდება ბომბარდირი
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top