"მანჩესტერ იუნაიტედი" მზად არის, ზლატან იბრაჰიმოვიჩს "ოლდ ტრაფორდზე" ახალი კონტრაქტი შესთავაზოს.
იბრაჰიმოვიჩმა ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა 12 თვის ვადით გახანგრძლივების პერსპექტივით, როცა საფრანგეთის ჩემპიონი გუნდიდან ინგლისურ გრანდში უფასოდ გადავიდა.
Sunday Mirror Sport კი იტყობინება, რომ "წითლები" არა მარტო 12 თვით, არამედ დამატებით 1 წლით გაუხანგრძლივებენ კონტრაქტს შვედს, რომელიც მომდევნო თვეში 35 წლის გახდება. შესაბამისად ზლატანი "ოლდ ტრაფორდზე" 38 წლის ასაკამდე დარჩება.