თბილისი:
მანჩესტერი:
11-09-2016, 18:44
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3003,
კომენტარები: 12
ლინგარდი ახალ კონტრაქტს მიიღებს
ჯესი ლინგარდი ახალი კონტრაქტით დაჯილდოვდება.
ლინგარდი ახალ კონტრაქტს მიიღებს
ფეხბურთელის მიერ მანჩესტერულ დერბიში ნაჩვენები წარუმატებელი თამაში "მანჩესტერ იუნაიტედის" გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერ იქონიებს და ჯესი ლინგარდი კლუბისგან ახალ 4-წლიან კონტრაქტს მიიღებს.

გუშინ გამართულ პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონის მეოთხე ტურის მატჩში ლინგარდი სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდა, მაგრამ მან მწვრთნელის იმედები ვერ გაამართლა და ბურთს სულ 12-ჯერ შეეხო. შესვენებაზე კი მოურინიომ ახალგაზრდა ინგლისელი შეცვალა.

მიუხედავად ამისა, რომ პორტუგალიელი სპეციალისტი ლინგარდთან განშორებას არ აპირებს და მას ახალ კონტრაქტს შესთავაზებს. ამჟამად მხარეები შეთანხმების დეტალებს არკვევენ.

ცნობილია, რომ ლინგარდსა და "იუნაიტედის" ხელმძღვანელობას შორის მოლაპარაკებები ჯერ კიდევ ლუი ვან გაალის დროს დაიწყო, ხოლო ახლა განახლდა და ორივე მხარე თანახმაა პარტნიორობის გაგრძელებაზე.

წყარო: mirror
ახალი ამბები
12 კომენტარი
№11
ავტორი: reddevil12
12 სექტემბერი 2016 00:23
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 180
დეპაი მარსიალი ესაა ძირითადიც და ზამენაც მარცხნივ, რაც შეეხება მარჯვენა ფლანგს მატა, მხითარიანი და დაჟე ვალენსიას აწევაც შეიძლება და დარმიანის დაყენება მარჯვენა მცველად...

დეპაიმ უნდა მიიღოს შანსი ოღონდ 1 მატჩიანი არა უნდა ათამაშოს მოუმ ...
0
№12
ავტორი: stepno
12 სექტემბერი 2016 10:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
კაით რაა ლინგარდებით ვერაფერს ვერ გავხდებით
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top