ჟოზე მოურიონიომ "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ თავისი გუნდის დამარცხებაში ფეხბურთელები დაადანაშაულა.
"მანჩესტერ იუნაიტედი" მიმდინარე სეზონში პირველად დამარცხდა და ეს მარცხი ქალაქურ დერბიში იწვნია. შეხვედრაში ანგარიში კევინ დე ბრუინემ გახსნა, რის შემდეგაც კელეჩი იჰეანაჩომ სხვაობა ორამდე გაზარდა, "იუნაიტედმა" კი მხოლოდ იბრაჰიმოვიჩის ერთი გოლით უპასუხა.
მატჩის შემდეგ მოურინიომ განაცხადა: "ზოგჯერ ფეხბურთელი მწვრთნელს იმედს უცრუებს. გულახდილად რომ გითხრათ, პირველ ტაიმში ორი-სამი ფეხბურთელი გავიყვანე მოედანზე, რომელთაც წინასწარ რომ მცოდნოდა, რა მოხდებოდა, არ ვათამაშებდი, მაგრამ ეს ფეხბურთია და ხანდახან ფეხბურთელი მწვრთნელს იმედს უცრუებს, ხანდახან კი პირიქით - სიურპრიზს სთავაზობს".