თბილისი:
მანჩესტერი:
9-09-2016, 23:58
ავტორი: Jubo,
ნანახია: 3307,
კომენტარები: 11
იბრაჰიმოვიჩი პირველი მანჩესტერული დერბისთვის მზადაა
ზლატანი მომდევნო მატჩისთვის თავდაჯერებულია
იბრაჰიმოვიჩი პირველი მანჩესტერული დერბისთვის მზადაა
მსგავსად ჟოზე მოურინიოსი, შაბათის "მანჩესტერული" შეხვედრა პირველი ინგლისური დერბი იქნება ვეტერანი ფეხბურთელისთვისაც, რომელსაც ერთი ქალაქის ორ გუნდს შორის შეხვედრაში მონაწილეობა უკვე არაერთხელ მიუღია. ზლატან იბრაჰიმოვიჩი "იუნაიტედისა" და "სიტის" დაპირისპირებას მნიშვნელოვნად მიიჩნევს და თვლის, რომ გუნდი ბრძოლისთვის მზად არის.

"დიდ თამაშებად ისეთ მატჩებს მივიჩნევ, რომლებიც უდიდეს მოლოდინს აღმიძრავს. ეს ის თამაშებია, რომლებზეც ყველა საუბრობს. ბევრ დერბიში მიმიღია მონაწილეობა: ელ კლასიკო, ინტერი-მილანი, აიაქსი-ფეინოორდი, მარსელი-პსჟ.
ერთადერთი დერბი, რომელშიც ჯერ არ მითამაშია, ხვალინდელი მატჩია. მისთვის კარგად ვარ მომზადებული, თავდაჯერებული და კონცენტრირებული. ამ ყველაფერს წინ ძალიან ბევრი მუშაობა უძღვოდა. ჩვენ ყველა მოვემზადეთ და მზად ვართ მატჩისთვის."
- განაცხადა შვედმა ფეხბურთელმა.

სეზონის პირველი "მანჩესტერული დერბი" შაბათს, თბილისის დროით15:30 წუთზე დაიწყება.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: temo300
10 სექტემბერი 2016 11:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 37
აბა რაა ესეთი თავდაჯერებულობაა საჭირო yahoo2
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top