იტალიური გარანდი "მილანი" კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებითბმოლაპარაკების დაწყებას იწყებს, ჯანლუიჯი დონარუმასთან, დონარუმას მიმართ ინტერესს ორი ინგლისური გრანდი "მანჩესტერ იუნაიტედი" და ლონდონის "ჩელსი" გამოხატავს.
იტალიური გამომცემლობის Sport Mediaset-ის ინფორმაციით, "მილანი" 17 წლის მეკარესთან მოლაპარაკების დასაწყებად ემზადება, ხელშეკრულების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით. გავრცელებული ინფორმაციით, "მილანი" დონარუმას ახალი კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ერთად ხელფასსაც გაუზრდის და სავარაუდო თანხა, რომელსაც დონარუმა ახალი კონტრაქტის მიხედვით გამოიმუშავებს 134,000 ევრო იქნება.
დონარუმას ინტერესს წარმოადგენს მინო რაიოლა, ამ უკანასკნელს კი, მჭიდრო ურთიერთობა აქვს "მანჩესტერ იუნაიტედთან". საქმე იმაშია, რომ "იუნაიტედში" ამ ზაფხულს მისი სამი კლიენტი ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ჰენრიხ მხითარიანი და პოლ პოგბა გადავიდნენ, რაშიც დიდი როლი სწორედ რაიოლამ ითამაშა.