"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალწვეული, ჰენრიხ მხითარიანი ფიქრობს, რომ დერბიში მონაწილეობას "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ ვერ შეძლებს.
შეგახსენებთ, რომ 27 წლის ნახევარმცველმა ტრავმა სომხეთის ეროვნულ ნაკრებში ასპარეზობის დროს მიიღო და მაშინვე დაუბრუნდა კლუბს, რათა მკურნალობის კურსები ჩაეტარებინა. როგორც სომხური საფეხბურთო ასოციაციის ოფიციალური საიტი იტყობინება, ჰენრიხის გამოჯანმრთელება 7-დან 10 დღემდე გასტანს.
ასეთი პროგნოზებით მხითარიანს სულ უფრო ცოტა შანსი რჩება, რომ დერბიში მიიღოს მონაწილეობა. თავად ფეხბურთელიც არაა დარწმუნებული, რომ 10 სექტემბერს გასამართ მატჩში მიიღებს მონაწილეობას.
"დარწმუნებული არ ვარ, რომ დერბიმდე გამოვკეთდები, მაგრამ ამისთვის ძალებს არ დავზოგავ. შრომისმოყვარეობა და პროფესიონალიზმი ჩემთვის ყოველთვის პირველ ადგილზეა." - აცხადებს მხითარიანი Daily Mirror-თან.