"მანჩესტერ სიტის" დერბიში არგენტინელი ფორვარდი, სერხიო აგუერო დააკლდება. ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ აგუერო არასპორტული საქციელისთვის 3-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.
გასულ ტურში "სიტი" "ვესტ ჰემს" დაუპირისპირდა, სადაც 3-1 იმარჯვა. შეხვედრაში აგუერომ მეტოქე ფეხბურთელს, უინსტონ რიდს სახეში იდაყვი ჩაარტყა. მომენტი მსაჯებმა ვერ დააფიქსირეს, თუმცა ვიდეო გამეორებამ ყველაფერი ცხადყო.
არგენტინელი "იუნაიტედთან" მატჩის გარდა ასევე "ბორნმუთთან" და "სუონსთან" გასამართ მატჩებსაც გამოტოვებს.