"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა, რომელიც ახლა არენდით "გრანადაში" იმყოფება, ინტერვიუში ერთმანეთს ლუი ვან გაალსა და ჟოზე მოურინიოს ადარებს.
"რა თქმა უნდა, გასული სეზონით გაკვირვებული ვარ - აცხადებს პერეირა Beyond The Pitch-თან ინტერვიუში. - ყველა ფეხბურთელს სურს თამაში, ძალიან ნაწყენი და გაბრაზებული ვიყავი, რომ პრაქტიკულად არც კი მომეცა შანსი რაიმე დამემტკიცებინა. მწვრთნელს ვენდობოდი, მაგრამ ის სათამაშო დროს არ მაძლევდა. რა გაეწყობა, ეს ცხოვრებაა, შევეცდები ამისგან გაკვეთილი ვისწავლო."
"ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა. მე ვესაუბრე მოურინიოს და ის ძალიან გულახდილი გამოდგა, რამაც ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა. შესაძლოა ვან გაალიც გულახდილი იყო, მაგრამ სეზონის განმავლობაში ბევრი რამ მოხდა. მე არ შემიძლია, ვთქვა რომ ის ცუდი მწვრთნელია, პირიქით, ის კარგია, თუმცა ჩემთან ნათქვამი სიტყვის შესრულება ვერ მოახერხა."
"იუნაიტედში" ახლა ბევრი რამ შეიცვალა, მოვიდა ბევრი ახალი სახე, ყველა ბედნიერია და კმაყოფილი. გუნდში წინა სეზონთან შედარებით სულ სხვა ატმოსფერო სუფევს."
"დიდი ხანია არ მითამაშია, მაგრამ ახლა ამის შესაძლებლობა "გრანადაში" მომეცემა. ვიმედოვნებ, რომ ეს სეზონი წარმატებული გამოდგება ჩემთვის."