"ბარსელონას" დირექტორმა, ალბერტ სოლერმა განაცხადა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" პოგბას გაფორმება სწორედ მაშინ შეძლო, როდესაც კატალონიელები გამოეთიშნენ საქმეს.
ამ ზაფხულს "მანჩესტერ იუნაიტედმა" მოხსნა მსოფლიოს სატრანსფერო რეკორდი. "წითლებმა" 89 მილიონი ფუნტ სტერლინგი გადაიხადეს "იუვენტუსის" ნახევარმცველის, პოლ პოგბას სანაცვლოდ.
23 წლის ფეხბურთელი შესაძლოა ვერც დაბრუნდებულიყო "ოლდ ტრაფორდზე", მაგრამ "ბარსელონამ" ბოლოს პოგბას ტრანსფერის განხორციელება გადაიფიქრა და უკეთეს, უფრო ხელმისაწვდომ ალტერნატივად ანდრე გომეში ჩათვალა, რომელიც ახლა სწორედ "კატალონიელების" ღირსებას იცავს.
"გასულ წელს ჩვენ შევუთანხმდით "იუვენტუსს", რომ რაღაც პრიორიტეტებით ვისარგებლებდით, თუ ისინი პოგბას გაყიდვას დააპირებდნენ. ამ ზაფხულს კი გადავწყვიტეთ, რომ არსებობენ ფეხბურთელები, რომლებიც უფრო კარგად შეგვესაბამებიან სპორტული თვალსაზრისით." - აცხადებს სოლერი Daily Mirror-თან.