თბილისი:
მანჩესტერი:
2-09-2016, 12:10
ავტორი: ლადო,
ნანახია: 3380,
კომენტარები: 13
"მოურინიოს ზარი წარმოუდგენელი იყო"
ფრანგ ფეხბურთელს "იუნაიტედშიც" ეპატიჟებოდნენ.
"ჩელსის" ახალწვეული, ნგოლო კანტე გამოტყდა, რომ ამ ზაფხულს "მანჩესტერ იუნაიტედი" მის შეძენას ცდილობდა.

შეგახსენებთ, რომ ივლისის შუა რიცხვებში ლონდონურმა კლუბმა 32 მილიონი ფუნტ სტერლინგი გადაუხადა "ლესტერს" 25 წლის კანტეს სანაცვლოდ. მაგრამ, როგორც ახლა ირკვევა, "ლურჯების" შემოთავაზება ერთადერთი არ იყო ამ სატრანსფერო ფანჯარაზე, ფრანგი ნაცევარმცველის შეძენას ჟოზე მოურინიოც ცდილობდა.

"ეს გასაოცარი იყო, რადგან პირადად ჟოზე მოურინიომ დამირეკა, მანამდე კი მქონდა ინფორმაცია, რომ ის ჩემით ინტერესდებოდა. მე მოვისმინე მისი არგუმენტები, თუ რატომ უნდა გადავსულიყავი "იუნაიტედში", მაგრამ იმ დროისთვის მე უნდა გადამეწყვიტა დავრჩენილიყავი "ლესტერში" თუ წავსულიყავი "ჩელსიში". ჩემი მოლაპარაკებები "ლურჯებთან" თითქმის დასრულებული იყო. კონტესთან საუბარმა შესანიშნავი შთაბეჭდილება შემიქმნა." - აცხადებს კანტე Sky Sports-თან ინტერვიუში.

წყარო:fapl.ru
სიახლეები
13 კომენტარი
№11
2 სექტემბერი 2016 18:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 3
ციტატა: ლადო
ფელაინის ადგილას იქნებოდა ეს, არვიცი გული უნდა დამყდეს თუ არა იმდენად მომონს ფელა სეზონის სტარტზე

ვეთანხმები ლადოს...ფელაინი შესამჩნევად აქტიური და სასარგებლო იყო.
0
№12
ავტორი: stepno
3 სექტემბერი 2016 01:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ფელაინი დაგლიჯავს წეელს აგერ ნახეეთ
0
№13
ავტორი: kobinio
3 სექტემბერი 2016 03:02
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
Ro shegigdebt mere dagcineb kide sirjo
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top