თბილისი:
მანჩესტერი:
1-09-2016, 13:13
ავტორი: GeorgeBest ,
ნანახია: 3115,
კომენტარები: 13
რუნი სანაკრებო კარიერას მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ დაასრულებს
უეინ რუნიმ სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა.
რუნი სანაკრებო კარიერას მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ დაასრულებს
"მანჩესტერ იუნაიტედისა" და ინგლისის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა განაცხადა, რომ 2018 წლის მუნდიალის შემდეგ სანაკრებო კარიერას დაასრულებს.

უეინ რუნი ინგლისის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახლავთ. მის ანაგრიშზე 53 გოლია 115 მატჩში. ინგლისელის სანაკრებო დებიუტი 2003 წელს შედგა ავსტრალიასთან მატჩში.

"რუსეთიდან დაბრუნების შემდეგ სანაკრებო კარიერას დავემშვიდობები" - ციტირებს უეინ რუნის სიტყვებს BBC-ი.

უეინ რუნის შესახებ განცხადება სემ ელერდაისმაც გააკეთა. ასევე ცნობილია, რომ მცირე ფიქრისა და განხილვის შემდეგ რუნი კაპიტნად დატოვა.

"კაპიტანი უნდა იყოს სამაგალითო, როგორც მინდორზე, ასევე მის მიღმა. მე თავადაც ვიყავი კაპიტანი და ვიცი, ეს რასაც ნიშნავს. ავტორიტეტი უნდა მოიპოვო და ბევრი რამ გევალება, მათ შორის, ფეხბურთელებზე გავლენის მოხდენა თუნდაც მატჩის დროს, იმ გავლენის, რომელსაც მწვრთნელი მატჩის მსვლელობისას ვერ ახდენს", - განაცხადა ინგლისის ნაკრების ახალმა მწვრთნელმა.
ახალი ამბები
13 კომენტარი
№11
ავტორი: LASHQARA
1 სექტემბერი 2016 16:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1993
მოიგე მსოფლიო და წადი... ყველაზე დიდი მიღწევა იქნება მაგაზე დიდს ვერაფერს გააკეთებს love am კაპიტანი რომელმაც მსოფლიო მოიგო ნახევარი საუკუნის შემდეგ winked am
0
№12
ავტორი: JuanMata
1 სექტემბერი 2016 17:46
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: makaveli
ციტატა: გიორგი
ტერის დაბრუნებაზე რომ მიდგა საქმე ვიფიქრე მაგას დანიშნავსთქო კაპიტნად, სხვა პირადად მე არავინ მეგულება რუნიზე უკეთესი

რაც შეეხება წასვლას დროულია მგონი

sxva aravin megulebao da anu teri girchevnia kapitnad? ))))


მოიცა, ტერის რას ერჩი? ძაან მაღალი დონის მცველი იყო თავის დროზე და ნაკრების და ჩელსის კაპიტანი წლების განმავლობაში. ჩელსის მიმართ არ მაქვს დადებითი დამოკიდებულება, მაგრამ ტერი რომ კარგი კაპიტანია, მაგაზე ხაზის გადასმა არ შეიძლება.
0
№13
ავტორი: stepno
1 სექტემბერი 2016 19:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
უნდაა დაანებოს თავიი კიი winked რავიცი იმედიი მინდა მქონდეს რო მსოფლიოს მოიგებენ მაგრამ არ მაქ და შანსიც არ მგონიაა smile
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top