თბილისი:
მანჩესტერი:
25-08-2016, 15:59
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 3220,
კომენტარები: 11
"რეშფორდი სათამაშო დროს მიიღებს"
მარკუსის მომავალი ცნობილია.
The Sun-ის ინფორმაციით, ჟოზე მოურინიომ მარკუს რეშფორდს განუცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ 19 წლის ინგლისელი პირველი არჩევანი არ იყო, ის სათამაშო პრაქტიკას მაინც მიიღებს.

"მარკუს რეშფორდი არანაირი იჯარით არ წავა. კლუბი კი გარისკვასა და შემადგენლობის შესუსტებას არ აპირებს,"-აცხადებს კლუბის უცნობი წყარო, რომელსაც ბრიტანული ტაბლოიდები ციტირებენ.

ვარჯიშზე მოურინიო დიდ როლს უთმობს მარკუსს და მასთან პირისპირ სასაუბროდ იგი განზეც გაიყვანა. მანაც პირობა დადო, რომ საკუთარი თავის გამოჩენას კვლავ შეძლებს.

რეშფორდს სასტარტო შემადგენლობაში თასის მატჩებში ვიხილავთ და ასევე იგი შეცვლის ისეთ მოთამაშეებს, რომლებსაც დასვენება სჭირდებათ.

მოგეხსენებათ, ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სემ ელერდაისმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ რეშფორდს საკმარისი სათამაშო დრო არ ექნებოდა, მას არ გამოიძახებდნენ.

წყარო: Manutd.ru
ახალი ამბები, ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: bubu1212
27 აგვისტო 2016 08:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1
მიდი რაშფორდ :D <3
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top