თბილისი:
მანჩესტერი:
18-08-2016, 13:39
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 3494,
კომენტარები: 13
პოგბა: "ყველაფერი წესრიგშია, მზად ვარ"
პოლ პოგბა სათამაშოდ მზად არის.
პოგბა:
პოლ პოგბამ განაცხადა, რომ "საუთჰემპტონის" წინააღმდეგ პარასკევს გასამართ მატჩში მოედანზე გამოსასვლელად სრულად მზად არის.

"ვითამაშებ მე პარასკევს? თქვენ ეს მწვრთნელს უნდა ჰკითხოთ, მაგრამ თავს შესანიშნავად ვგრძნობ და 10 დღეა ვვარჯიშობ. მე წესრიგში ვარ,"-ციტირებს პოგბას სიტყვებს Sky Sports

"გრაფიკს უკვე შევეჩვიე. ორი წლის წინ, როდესაც "იუვეში" ვიყავი, მსოფლიოს ჩემპიონატზე ვიასპარეზე, 3 წლის წინ კი ასევე მონაწილეობა მივიღე 20-წლამდელთა მუნდიალზეც. ასე რომ, ყველაფერი ნორმალურად არის. საქმე მხოლოდ ფიზიკურ მდგომარეობას ეხება, მე კი არდადეგების დროსაც ვვარჯიშობდი.

არ ვფიქრობ იმაზე, თუ რამდენი გადაიხადეს ჩემს ტრანსფერში, უბრალოდ ბედნიერი ვარ, რომ ფეხბურთის თამაში შემიძლია. ჩემი ამბიციები მდგომარეობს იმაში, რომ მინდა ვიყო მსოფლიოში ნომერ პირველი. ასე რომ, ჩემი მიზანია ჩემპიონატში გამარჯვება. ჩვენ ჩემპიონთა ლიგაზე გვსურს დაბრუნება, რადგან "იუნაიტედის" ადგილი სწორედ იქაა,"


წყარო: ManUtd.ru
ახალი ამბები, ინტერვიუები
13 კომენტარი
№11
ავტორი: GeorgeBest
18 აგვისტო 2016 17:20
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ჩვენ ჩემპიონთა ლიგაზე გვსურს დაბრუნება, რადგან "იუნაიტედის" ადგილი სწორედ იქაა

notbad
0
№12
ავტორი: dybbuk
18 აგვისტო 2016 17:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1596
იმ დროს როცა გუნდში რუნი, პოგბა, დეხეა და მსგავსი ფეხბურთელები გყავს ქავერზე ლინგარდი და შნაიდერლინი რამ ჩაგასმევიათ?
0
№13
ავტორი: MEMPHIS 7
18 აგვისტო 2016 17:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
კარგია პოლი ძალიან დაგვეხმარება
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top