თბილისი:
მანჩესტერი:
17-08-2016, 22:54
ავტორი: Legend Sir Alex,
ნანახია: 3376,
კომენტარები: 12
ბარბოსას აგენტის განცხადება
გადავა ბრაზილიელი "იუნაიტედში"?
ბარბოსას აგენტის განცხადება
გაბრიელ ბარბოსას აგენტმა განაცხადა, რომ "იუნაიტედთან" შეთანხმება მხოლოდ "სპეკულაციაა" და არაფერი სხვა.

ამ კვირაში გავრცელებული ინფორმაციით, ჟოზე მოურინიომ მორიგი ტრანსფერი შეათანხმა და 30 მილიონის სანაცვლოდ იგი "ოლდ ტრაფორდზე" 19 წლის ბრაზილიელ ვუნდერკინდს მოიყვანდა.

გაბრიელ ბარბოსას, რომელიც "სანტოსის" ღირსებას იცავს, ასევე უკავშირებდნენ ისეთ გუნდებს, როგორებიცაა: "ლესტერი", "ატლეტიკო" და "ინტერი". დაუზუსტებელი ინფორმაციით, ინგლისის მოქმედმა ჩემპიონებმა 21-მილიონიანი წინადადებით მიმართა "სანტოსს".

ბრაზილელი ფეხბურთელის აგენტმა, ვეგნერ რიბეირომ საკუთარი კლიენტის მიმართ ევროპიდან ინტერესები დაადასტურა.

თუმცა ბრაზილიური Globo Esporte-ის დასმულ კითხვაზე, რომელიც მისი კლიენტის "ოლდ ტრაფორდზე" გადასვლას უკავშირდებოდა, აგენტმა უპასუხა: "არა! არსებობს "მხოლოდ ვარაუდები"."

ჟოზე მოურინიომ მიმდინარე ზაფხულში, როგორც თვითონ განაცხადა, განახორციელა 4 პრიორიტეტული ტრანსფერი, თუმცა პორტუგალიელი სპეციალისტი მცველის დამატებასაც ეცდება. მთავარ პრეტენდენტად კი "საუთჰემპტონის" კაპიტანი, ხოსე ფონტე რჩება.

წყარო: M.E.N
ახალი ამბები
12 კომენტარი
№11
ავტორი: gela-manutd
18 აგვისტო 2016 11:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
გაასხას რა
0
№12
ავტორი: Amazing Redman
18 აგვისტო 2016 12:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 206
მარჯვენა კრაიზე ხითარას მილიონჯერ მირჩევნია ეს ბიჭი
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top