EA Sports-ის ცნობილი თამაშის, FIFA-ს 2017 წლის ვერსიაში "მანჩესტერ იუნაიტედის" რამდენიმე ფეხბურთელის რეიტინგი და მონაცემები ცნობილია.
რეიტინგის შესახებ ინფორმაცია სოციალურ სივრცეში გავრცელდა, სადაც გუნდის შემადგენლობის ამსახველი ფოტო დაიდო.
ფოტოდან ჩანს "იუნაიტედის" ფორმაცია 4-3-3 და სათადარიგოთა სკამის რამდენიმე ფეხბურთელი.
ფოტოზე დაყრდნობით, "იუნაიტედის" ფეხბურთელებიდან ყველაზე მაღალ რეიტინგული ფეხბურთელი დავიდ დე ხეა იქნება (91), რომელიც ზუსტად 1-ით უსწრებს ახალწვეულ ზლატან იბრაჰიმოვიჩს.