თბილისი:
მანჩესტერი:
17-08-2016, 16:30
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 2962,
კომენტარები: 18
იტალიური კლუბები დარმიანის შეძენით ინტერესდებიან
იტალიური დერბი მატეოს შესაძენად.
იტალიური კლუბები დარმიანის შეძენით ინტერესდებიან
სანდო წყაროზე დაყრდნობით Sky Sports იუწყება, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" იტალიელი მარჯვენა მცველის შეძენით "რომა" და "ნაპოლი" ინტერესდებიან.

26 წლის იტალიელი "ოლდ ტრაფორდზე" გასულ წელს "ტორინოდან" გადმოვიდა, თუმცა, მიუხედავად კარგი სტარტისა, ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება ვერ მოახერხა.

მატეომ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ძირითადისთვის ბრძოლას გააგრძელებს, თუმცა მას შემდეგ დარმიანი ინგლისის სუპერთასისა და "ბორნმუთის" წინააღმდეგ მატჩების განაცხადშიც კი ვერ მოხვდა. ცნობილია, რომ მარცხენა პოზიციაზე გამწესებული, შესანიშნავ ფორმაში მყოფი ანტონიო ვალენსიას შემცვლელად ჟოზე მოურინიო არა დარმიანს, არამედ ტიმოთი ფოსუ-მენსას მოიაზრებს. მატეო მწვრთნელის მესამე არჩევანი გახდება.

მოურინიო უკმაყოფილო იყო იმით, რომ განაცხადში მხოლოდ 23 ფეხბურთელის არჩევა უწევდა, სწორედ ამის გამო ნაკლებად სავარაუდოა, რომ პორტუგალიელმა 1 პოზიციაზე სამი კანდიდატი დატოვოს, თუ იგი დარმიანის გამოყენებას მარცხენა ფლანგზე არ აპირებს.

წყარო: ManUtd.ru
ახალი ამბები, ტრანსფერები
18 კომენტარი
№11
ავტორი: MEMPHIS 7
17 აგვისტო 2016 18:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
რა ბალოტელი ვის რა ცენზურად უნდა აი დარმი უნდა დარჩეს
0
№12
ავტორი: Legend Sir Alex
17 აგვისტო 2016 19:03
  • სიახლეები: 176
  • კომენტარები: 696
არაა გასაშვები მატეომ, ერთ შანსს მაინც იმსახურებს გაიხსენეთ რა კარგად დაიწყო წინა წელი იუნაიტედში
0
№13
ავტორი: Rosso Diavolo
17 აგვისტო 2016 19:32
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
ჩემი აზრით უნდა დატოვონ. თავიდან მართლა მაგრა დაიწყო, მაგრამ შემდეგ გაგვიცრუა იმედები, ყველამ ვიცით ამის შესაძლებლობები და ერთი შანსი უნდა მიეცეს იმის გათვალისწინებით, რომ მარცხნივაც შეუძლია თამაში და როხოსავით არ თამაშობს
0
№14
ავტორი: უეინ რუნი
17 აგვისტო 2016 20:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 246
თუ დარჩება მოუ მაინც ზამენზე დასვამს ევასება მოუს ვალენსიასნაირი მშრომელი და სწრაფი მოთამაშეები
0
№15
ავტორი: JuanMata
17 აგვისტო 2016 22:08
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
თვითონ წავა ალბათ, ძირითადში ძაან მცირე შანსი აქვს, და სკამისთვის მოუწევს კონკურენციის გაწევა ფოსუ-მენსასთვის wink

რეალურად, როცა კარგად თამაშობდა, მაშინაც წინ დიდად არ მიდიოდა და აგერ ვალენსიას კი ხედავთ, რამხელა საქმეს აკეთებს შეტევაში, მარჯვენა ფლანგი სულ მაგას ებარა, დარმიანი მაგდენს ვერ გაქაჩავს.
0
№16
ავტორი: manuchari
17 აგვისტო 2016 22:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 129
სისულელე იქნება ბალოტელი მაგრად არ მევასება მაგარი ბანზი ფეხბურთელია თან მანიუს სტილი ნამდვილად არ არის მაგარი ცენზურაი ფეხბურთელია და ასეტებს მანიუში საქმე არ აქვს
0
№17
ავტორი: Jorj
17 აგვისტო 2016 23:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 131
ფაბიანოს თუ მოიყვასნ შეიძლება ამის გაშვება, სხვაგვარად გამორიცხულია
0
№18
ავტორი: stepno
17 აგვისტო 2016 23:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
მომკალით და არ მინდა ეს მანჩესტერში და რავქნა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top