"ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა და Sky Sports-ის ექსპერტმა, ჯეიმი კარაგერმა "ბორნმუთთან" წინააღმდეგ მატჩის დროს უეინ რუნის ქმედებები გაანალიზა და განაცხადა, რომ უეინმა ათიანის პოზიცია პოლ პოგბას უნდა დაუთმოს.
უკანასკნელ მატჩში ბურთის მისაღებად რუნის უკან ძალიან ბევრჯერ ჩასვლა დასჭირდა
კვირას გამართული მატჩის განხილვისას კარაგერმა თანამემამულის თამაში აღნიშნა: "უეინი ნომინალურად ათიანის პოზიციაზე გამოვიდა, თუმცა სუსტად ითამაშა. თუ გადავხედავთ გასული სეზონის რამდენიმე მატჩს, ვნახავთ, რომ ნახევარდაცვაში თამაშის დროს მან საჯარიმოში ბურთი მხოლოდ ერთხელ მიიღო. აქედან გამომდინარე, როცა ის თამაშობს სიღრმეში, სადაც პრესინგი ნაკლებია, მას ბურთის მიღება უფრო ხშირად შეუძლია,"
გასული სეზონის 3 უკანასკნელი მატჩში სად შეეხო უეინი ბურთს:
"თუ გადახედავთ უკანასკნელ მატჩში მიღებული ბურთების რუკას, ნახავთ, რომ ყველაფერი თითქმის უცვლელია. ის "რვიანისა" და "ექვსიანის" პოზიციის მსგავსად, აქაც საკმაოდ ეხება ბურთს. თუ არ იცით, სად თამაშობს უეინი, იტყვით, რომ იგი არის ცენტრალური ნახევარმცველი - "რვიანი", რომელიც საჯარიმოში პასებს ხშირად არ აკეთებს,"
"ბორნმუთთან" მატჩის დროს უეინის შეხებისა და პასების ადგილები:
"არსებობს ორი მიზეზი იმისა, თუ რატომ თამაშობს იგი უკან. პირველი - მას ბურთთან შეხება სიამოვნებს, მეორე - იგი თანდათან ბერდება. დროთა განმავლობაში ის უკან დაიხევს, რადგან იგი იქ თავს უფრო კომფორტულად გრძნობს. ვეჭვობ, რომ იგი შეგნებულად არ მიყვება მწვრთნელის ინსტრუქციებს, რადგან მას უბრალოდ უკან თამაში სურს,"
კარაგერი ასევე მიიჩნევს, რომ უეინმა პოზიცია პოგბას უნდა დაუთმოს: "მიმდინარე სქემა არ მომწონს, რადგან მასში ორი შემტევია. პოგბა საჯარიმოდან საჯარიმოში თამაშობს, რის გამოც საკმაოდ ხშირად დავდგებით იმ რეალობის წინაშე, რომ "იუნაიტედის" სივრცეები ცარიელი იქნება. პოგბასა და უეინის დუეტი კი ბევრ სასარგებლო რამეს მოგვიტანს, რადგან რუნი გამოცდილია, პოგბას კი საჯარიმოში თამაში მოსწონს,"