თბილისი:
მანჩესტერი:
17-08-2016, 11:51
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 3254,
კომენტარები: 24
"წმინდანები" ფონტეს შენარჩუნებას ცდილობენ
"საუთჰემპტონს" კაპიტნის გაშვება არ სურს.
"მანჩესტერ იუნაიტედისა" და "არსენალის" მხრიდან მუდმივი ინტერესის შემდეგ, "საუთჰემპტონმა" საკუთარ პორტუგალიელ კაპიტანს ახალი კონტრაქტი შესთავაზა.

ფონტე ინგლისში 2007 წლიდან ასპარეზობს. 2010 წელს იგი "საუთჰემპტონში" "კრისტალ პალასიდან" 800 ათასი ფუნტის სანაცვლოდ გადავიდა, რის შემდეგაც "სენტ მერიზე" 250-ზე მეტი შეხვედრა ჩაატარა.

ცოტა ხნის წინ ჟოზემ ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე თავისი მაღალი კლასი გამოაჩინა და ტოპ კლუბების ყურადღება მიიქცია. მიუხედავად ამისა, "სოტონი" კაპიტნის გაშვებას არ აპირებს.

ფონტემ უკანასკნელი 3-წლიანი კონტრაქტი გასულ წელს გააფორმა, რომლის თანახმადაც პორტუგალიელი 45 ათას ფუნტს იღებს, თუმცა ამჟამად The Telegraph-ის ინფორმაციით, კლუბმა 32 წლის მცველს ახალი, გაუმჯობესებული ხელშეკრულება შესთავაზა.

"საუთჰემპტონი" მზად არის ფონტეს 70 ათასი ფუნტი გადაუხადოს და პორტუგალიელი კლუბში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახადოს. "წმინდანები" იმედოვნებენ, რომ ეს იქნება საკმარისი თანხა იმისთვის, რომ ფეხბურთელმა "იუნაიტედის" შეთავაზებას უარი უთხრას.

წყარო: Fapl.ru
ახალი ამბები, ტრანსფერები
24 კომენტარი
№11
ავტორი: JuanMata
17 აგვისტო 2016 15:12
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: deqstera
makaveli
რა შუაშია გეხვეწები მითხარი მანჩესტერში გაზრდილი?? მასე მანჩესტერში გაზრდილები სმოლინგზე მეტად ქლევერლი-ველბეკი-მაკნეიერი და სხვები იყვნენ და დაგვეტოვებინა და ისინი გვეთამაშებინა!!

სჯობია ეს ბაიი სმოლინგს და შეეცი თუ გინდა, სმოლინგმა რაც არუნდა ქნას ვერ ავა ვიდა-რიოს დონეზე, უბრალოდ არაქვს მაგის პოტენციალი და ინგლისის ნაკრებშიც მხოლოდ იმიტომ არის რომ უბრალოდ აღარყავთ ტერის და რიოს დონის მცველები...


100 %
0
№12
ავტორი: Gio_Gio
17 აგვისტო 2016 15:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
გამარჯობათ, ხშირად შემოვდივარ ამ საიტზე მაგრამ მხოლოდ ვეცნობოდი ხოლმე სიახლეებს, დარეგისტრირებულიც კი არვიყავი. მაგრამ ისეთ რაღაცეებს წერს ზოგი მიკვირს.

1. საერთოდ იდეის დონეზე მაინც რატო უნდა გინდოდეს მანჩესტერის გულშემატკივარს ფონტეს მოსვლა??
გამოცდილი ამისულაშვილი და ხიზანიშვილიც არიან, მაგრამ თუ ძირითადში არმოიაზრებ 32 წლის მცველს და ისეთი დონეც არაქვს როგორც იბრას და შვაინშტაიგერს რომ მის გვერდზე ახალგაზრდებმა ისწავლონ, რატო უნდა მოიყვანო??
2. სმოლინგს რაც შეეხება, რა შუაშია ახალი გამოჩეკილი ბაიი?? ზუსტად იგივე აზრს ვერვიტან რუნისთან დაკავშირებით რომ აფიქსირებდნენ როცა ფორმაში არიყო, ან თუნდაც კერიკზე რომ ამბობენ ხოლმე, თუ არარის საუკეთესო თავის პოზიციაზე მხოლოდ იმიტომ უნდა მოითხოვო მისი თამაში რომ გუნდისთვსი ბევრი აქვს გაკეთებული?? ეგ გუნდის კი არა კონკრეტული ფეხბურთელის გულშემატკივრობა უფრო გამოდის!!
3. პირადად მე რასაც ვუყურე ბაიის ძირითადიდან ამოგდება იქნება უდიდესი სისულელე, არის ჭკვიანი, ფიზიკურად ძლიერი, სწრაფი და ტექნიკური მცველი და დღეს გუნდში არსებული მცველებიდან ყველაზე დიდი პოტენციალის მქონე!
4. ძალიან ბევრი კამათობს ბლინდი უნდა იყოს თუ არა ძირითადში(ზოგმა საერთოდ უშანსოდ დატოვა და გუნდიდანაც უშვებენ).
ჯერ ის ვთქვათ რომ მიუხედავად იმისა რომ ნომინალურ მარცხენა მცველად იცნობს ბევრი, ეს მხოლოდ ვან გაალის იდეაა(სისწრაფე არაქვს ფლანგის მცველის და სისულელეა სტაბილურად ამ პოზიციაზე მისი გამოყენება), რეალურად საყრდენ ნახევარმცველად თამაშობდა, მაგრამ ასათიანის არიყოს ცენტრალური მცველობა ძალიან მოუხდა და ვთვლი რომ საუკეთესო სწორედ ამ პოზიციაზეა, რადგან აქვს ისეთი თვისებები როგორითაც მანჩესტერის არცერთი მცველი არგამოირჩევა და ზოგადად მსოფლიოშიც ძალიან რთულია მისი ანალოგის პოვნა!!

უბრალოდ ბლინდზე მაქვს ჩემი მოსაზრებები და მართლა მაინტერესებს მანჩესტერის გულშემატკივართა უმრავლესობის აზრი და გთხოვთ თქვენც დააფიქსიროთ თქვენი მოსაზრებები.

1. პირადად მე მგონია რომ ბლინდმა შარშან ფიზიკურად ძალიან მოუმატა და ნამდვილად აღარ ითვლება ეს მის სუსტ წერტილად(უბრალოდ სტერეოტიპია შემორჩენილი).
2. არის ძალიან ჭკვიანი მცველი და გუნდში საუკეთესოდ კითხულობს თამაშს, რაც საშუალებას აძლევს წინასწარ გამოიცნოს მეტოქის განზრახვა და ჩაშალოს შეტევა(მემგონი ნახევარმცველიც არგვყავს ისეთი, ბლინდის მსგავსად თამაშის წაკითხვის უნარი რომ ქონდეს).
3. პირადად მე ეხლა ვიხსენებდი მცველებს და დღევანდელ ფეხბურთში ვერავინ გავიხსენე ისეთი ვისაც ბლინდის მსგავსი მოედნის ხედვა და შესაბამისად გამოზომილი გრძელი პასის კულტურა ექნება(რაც მემგონი ყველა აღიარებს რომ ძალიან ფასობს, განსაკუთრებით მაშინ როცა გუნდი პირველ ნომრად თამაშობს).

P.S. ფიზიკურ აღნაგობას რაც შეეხება, კანავაროს მაგალითიც ყველას აჩვენებს რომ სრულებით არარის საჭირო ორი მეტრი იყო სიმაღლეში. დღევანდელი მცველებიდან კი თუ ყველაზე ჭკვიან ცენტრად ტიაგო სილვა მიმაჩნია, რომელიც თავის დროზე მოსკოვის სპარტაკში ზამენაზე იჯდა და არათამაშებდნენ, სილვაც ბლინდის მსგავსად 1.82ია და ფიზიკური სიძლიერით არგამოირჩევა, მაგრამ ამას ყურადღებას არავინ აქცევს ;)
0
№13
ავტორი: GeorgeBest
17 აგვისტო 2016 15:55
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ციტატა: Gio_Gio
)

ბლინდი თითქმის ყველა ორთაბრძოლას აგებს მეორე სართულზე. ფიზიკურად მომატება დიდად არ შეეტყო, უბრალოდ უფრო ჭკვიანურად თამაშობს და ისე ზედ ვეღარ უვლიან. აქვს ბევრი კარგი თვისება, ზოგი ისეტიც რომ ბევრიც ინატრებს მაგრამ ასევე ბევრი მინუსიც რაც ცენტრალურ მცველს არ უნდა ჰქონდეს. პირადად მე სმოლინგი-ბაიის დუეტი მგონია საუკეთესოდ ა ალბათ ეგეც დადგება ცენტრში. თუ ვერ გაამარტლა რომელიმემ გვეყოლება ბლინდი შემცვლელად, მორჩა wink
0
№14
ავტორი: Gio_Gio
17 აგვისტო 2016 16:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
ერთადერთი თავზე თამაშია მისი მინუსი, რაც იგივე ტიაგო სილვას პლიუსადაც არითვლება რომელსაც ყველაზე მეტად გავს ბლინდი. მაგრამ ნეტა სილვას დონემდე რომელიმე ამ მცველმა მიაღწიო და თუ უნდა ბურთს თავს საერთოდ ნუ დაარტყავს...
პლიუს მე ვფიქრობ რომ ორიდან ერთ ცენტრალურ მცველს მაინც უნდა ჰქონდეს კარგი გრძელი პასი, რაც ამ შემთხვევაში არც ბაიის აქვს და არც სმოლინგს...
0
№15
ავტორი: bziki
17 აგვისტო 2016 16:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
Gio_Gio
აქ საუბარი რო იყოს ესპანეთის,ჰოლანდიის,საფრანგე
თის,ან თუნდაც გერმანიის ჩემპიონატებზე კაი მარა როცა პრემიერლიგის მოგება გინდა სტოკტან,ვესთჰემთან,ევერტონტა
ნ და კიდევ ბევრ გუნდდთან რომლებიც ძალისხმიერ ფეხბურთს თამაშობენ ბლინდი ხვრელია.
კანავაროს რო ახსენებ ან სილვას თავით რა დონეზე თამაშობდა gaixsene და ერთიც და მეორეც ბევრად უფრო ძლიერია ფიზიკურად ბევრად, და საერთოდ მგონი არ არსებობს კომპონენტი რითიც კანავაროს ჯობია ბლინდი თუნდაც გრძელი პასი რომელსაც მაქასიმუმ 2-3 ჯერ მიმართავდეს ბლინდი თამაშის დროს
აი სმოლიგს რაც შეეხება პრემიერლიგის ერთ ერთი საუკეთესო მცველია ამ მომენტისთვის და დარწმუნებული ვარ კიდევ განვითარდება
არ ვამბობ რო ბლინდი უნდა გაუშვან და დარწმუნებული ვარ არც გაუშვებენ საკმაო თამაშები მოუწევს სხვადასხვა პოზიციაზე
მაგრამ სმოლიგი ბაიი ბევრად უფრო მრისხანე დაცვა იქნება და მგონია რო სწორედ მათზე შეჩერდება არჩევანი
0
№16
ავტორი: deqstera
17 აგვისტო 2016 16:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 418
bziki
მე გიპასუხებ მაშინ მეგობარო, ჯერ ერთი იმით დავიწყოთ რომ პრემიერლიგაში ძლიერი ცენტრალური მცველები თითქმის აღარ არიან და ამის ფონზე ჩანს სმოლინგი ძლიერი!!

რამოსი-ვარანი-პეპე-პიკე-ბონუჩი-კიელინი-ჰუმელსი-სილვა და თუნდაც დავიდ ლუისი ვთქვათ, შეგიძლია ამათი დონის ცენტრალური მცველები მითხრა პრემიერლიგაში ვინ არიან, ან რომელი შეძლებდა ამათ სკამზე დასმას??
რაც შეეხება თავზე კარგად თამაშს, კანავარო თავზე კარგად თამაშობდა, მაგრამ ფიზიკური ორთაბრძოლები მისი ძლიერი მხარე ნამდვილად არყოფილა, ძირითადად ჭკვიანური თამაშის ფონზე ანაზღაურებდა ამ მინუსს ისე რომ არც ეტყობოდა, რაც შეეხება პასს 20 წელია ფეხბურთს ვუყურებ და ბლინდის მსგავსი პასი ძალიან ცოტა მცველს თუ ჰქონდა და კანავარო მათ რიცხვში ნამდვილად არიყო...
0
№17
ავტორი: bziki
17 აგვისტო 2016 17:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
ზოგადად პრემიერლიგის დონეა ადრინდელთან შედარებით დაბალი
და ცენტრალური მცველების დონეც დაბალია რათქმა უნდა
ერთადერთი კომპანის თუ ტრამვა არ აქ რამოსი ბონუჩის გარდა ყველას დასვავს სკამზე ალბათ შეილება ბონუჩიც დასვას

სმოლინგმა შარშან ძალიან მაგარი სეზონი ითამაშა ტრამვები თუ არ ექნება კიდე მოუმატებს და საკმაოდ ძლიერ მცველად ჩამოყალიბდება. იმ ტოპ მცველებიდან ვინც ჩამოთვალე ვარანის გარდა ყველა დიდია სმოლიგზე ზოგი სართოდ ვეტერანია, აი 2-3 წლის მერე არ მგონია სმოლიგს მსოფლიოშიც ბევრმა მცველმა აჯობოს თუ არ დაიმტვრა რა თქმა უნდა
0
№18
ავტორი: deqstera
17 აგვისტო 2016 17:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 418
კომპანი მართლა კარგი მცველია, მაგრამ ტრავმების ფონზე ძალიან მოუკლო და რასაც თამაშობს ისიც აღარაა იმ დონეზე რასაც მიაჩვია გულშემატკივარი...
მაგრამ მასეც რომ არიყოს, ათ ჩამოთვლილ მცველს საპირწონედ პრემიერლიგიდან მხოლოდ ერთი რომ შეიძლება დაუყენო მაგრად ტეხავს, სწორედ ამის ფონზე ჩანდა სმოლინგი კარგი(სამწუხაროდ), მაგრამ მემგონი ყველა ხვდება რომ რეალურად პერსპექტივაც არაქვს რამოსის და სხვების დონეზე რო გავიდეს და პრეტენზია რეალურად 10ულზე კი არა საუკეთესოობაზე ჰქონდეს...

უბრალოდ ვინ იყვნენ ადრე და ვინ არიან ეხლა?? რიო-ვიდა, ლივერპულში ძალიან კარგი იყო შკრტელი-აგერი, არსენალში ტურე ძალიან მაგრად მევასებოდა და ზოგადად ერთი-ერთზე თამაშში საუკეთესო იყო, თუნდაც გალასი გავიხსენოთ, ტერი ასევე ცალკე აღნიშვნის თემაა ან კარვალიო ვთქვათ, სრულებით არგამოირჩეოდა ფიზიკური მონაცემებით და მგონი ბლინდზე სუსტიც იყო მაგრამ ჭკვიანური თამაშით ანაზღაურებდა ამ ყველაფერს...
დღეს კი გინდ ინგლისს და გინდ პრემიერლიგას თუნდაც დაუსონის დონის მცველები ენატრება, მაგრამ არის პერსპექტივა და სწორედ ამ პერსპექტივაზე უნდა გაკეთდეს აქცენტი.. ბაიი 22 წლის არის სტოუნის მსგავსად და მიუხედავად იმისა რომ სრულიად სხვადასხვა სტილის ფეხბურთელები არიან შეუძლიათ რომ პრემიერლიგაში ცენტრალური მცველის სტანდარტები უფრო მაღლა აწიონ(მაგრამ სმოლინგში ამის რესურსს ვერვხედავ)....
0
№19
ავტორი: stepno
17 აგვისტო 2016 17:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
სმოლი იქნება სოტონთან?
0
№20
ავტორი: Gio_zaqara
17 აგვისტო 2016 19:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 19
ციტატა: deqstera
makaveli
რა შუაშია გეხვეწები მითხარი მანჩესტერში გაზრდილი?? მასე მანჩესტერში გაზრდილები სმოლინგზე მეტად ქლევერლი-ველბეკი-მაკნეიერი და სხვები იყვნენ და დაგვეტოვებინა და ისინი გვეთამაშებინა!!

სჯობია ეს ბაიი სმოლინგს და შეეცი თუ გინდა, სმოლინგმა რაც არუნდა ქნას ვერ ავა ვიდა-რიოს დონეზე, უბრალოდ არაქვს მაგის პოტენციალი და ინგლისის ნაკრებშიც მხოლოდ იმიტომ არის რომ უბრალოდ აღარყავთ ტერის და რიოს დონის მცველები...

და სმოლინგმა ამ 2წლის განმავლობაში რაც გააკეთა და რა თამაშიც აჩვენა გინდათ თქვათ რომ სკამოს კაცია და ბლინდი ან ბაი ჯობია კარგით რა :/
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top