თბილისი:
მანჩესტერი:
15-08-2016, 21:22
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 3918,
კომენტარები: 23
ბლინდი დე ბურთან ბრუნდება?
ჰოლანდიელი შესაძლოა ყოფილ მწვრთნელთან დაბრუნდეს.
ბლინდი დე ბურთან ბრუნდება?
"აიაქსის" ყოფილი და ახლა უკვე "ინტერის" მთავარი მწვრთნელი, ფრანკ დე ბური არ გამორიცხავს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მცველი, დეილი ბლინდი მასთან ახალ კლუბში დაბრუნდება.

სწორედ დე ბურის ხელმძღვანელობის დროს გაითქვა ბლინდმა სახელი "აიაქსში", რის შემდეგაც კარიერა "მანჩესტერ იუნაიტედში" გააგრძელა.

მიუხედავად იმისა, რომ ჟოზე მოურინიო ჰოლანდიელს ენდობა, უნვერსალის შესაძლო წასვლის შესახებ ჭორები ჯერ კიდევ არ წყდება. იმ შემთხვევაში, თუ "ინტერს" შესაძლებლობა გამოუჩნდა, "ნერძური" 26 წლის მცველის შეძენას აუცილებლად შეეცდება.

"დეილი მე მომწონს, როგორც ფეხბურთელი. ის შესანიშნავი მოთამაშეა. ვიცი, რომ ის "მანჩესტერ იუნაიტედში" ბედნიერია და მოედანზე საკუთარ ძალებში დარწმუნებული გამოდის. ვნახოთ, არ ვიცი, რა მოხდება მომავალში.

შემიძლია ვთქვა, რომ ყველა ჩემს ყოფილ ფეხბურთელს ვგულშემატკივრობ. მე ყურადღებით ვაკვირდები კრისტიან ერიქსენს, ტობი ალდერვაილერდსა და რა, თქმა უნდა, დეილის,"
-ციტირებს დე ბურის სიტყვებს Goal-ი.

წყარო: Fapl.ru
ახალი ამბები, ინტერვიუები, ტრანსფერები
23 კომენტარი
№11
ავტორი: levionok
15 აგვისტო 2016 23:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
ბლინდის საყრდენზე გამოყენება მგონია რომ იდეალური იქნება კერიკის მაგივრად
0
№12
ავტორი: SANDROGRIGA
15 აგვისტო 2016 23:42
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
არაა გასაშვები დეილი
0
№13
ავტორი: MEMPHIS 7
16 აგვისტო 2016 00:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
ციტატა: levionok
ბლინდის საყრდენზე გამოყენება მგონია რომ იდეალური იქნება კერიკის მაგივრად

ხო მეც მასე ვფიქრობ საყრდენად პოგბასთან ერთად

პასებს მაგრად არიგებს თან დაცვასაც დაეხმარება
0
№14
ავტორი: PaLoMo
16 აგვისტო 2016 01:33
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
Amis gashveba shecdoma iqnebaa tipi imena tvinit tamashobs bormuttan 1 momentი iyo 1-1 ze tavdamsxmeltan da 1 modRaobit waartva burti.kai rojaaa tan mcvelebi gvichirs chven.mitumetes es universaliaa
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№15
ავტორი: kantona-7
16 აგვისტო 2016 03:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
aravin gaushvebs amkacs nugelavt xalxo
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№16
ავტორი: Jorj
16 აგვისტო 2016 03:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 131
ბლინდს ხელი არ დაედოს bully
0
№17
ავტორი: deqstera
16 აგვისტო 2016 09:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 418
ესეიგი ერიქსენი და ალდერვეიდელიც მიყავს? :D :D მის ინტერვიუში დაინტერესება სად ნახეს??
რეალურად ამისწინაც დავწერე და ეხლაც დავწერ, როცა გუნდს აქვს პრეტენზია პირველ ნომრად თამაშის ორიდან ერთ მცველს მაინც უნდა ჰქონდეს კარგი გრძელი პასი, ბლინდის ნაირი პასი კი დღევანდელ ფეხბურთში არცერთ ცენტრალურ მცველს არაქვს(არამარტო მცველებს, ძალიან ცოტა ფეხბურთელს თუ შეუძლია ესეთი გამჭოლი პასების კეთება)...
0
№18
ავტორი: chudikone
16 აგვისტო 2016 09:58
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
რავი, ზამენისთვის თუ გავიმეტებთ რავი თორე ისე ძირითადში მე მგონი ამის ადგილი აღარ იქნება, ერთი შოუს ნაცვლად თუ დადგება ხოლმე მარცხენა ფლანგზე თორე ისე...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№19
ავტორი: deqstera
16 აგვისტო 2016 10:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 418
chudikone
რატო გადაწყვიტე რო ვერმოხვდება ძირითადში?? პირადად მე ვფიქრობ რო სმოლინგს მოუწევს სკამის გათბობა
0
№20
ავტორი: JuanMata
16 აგვისტო 2016 14:16
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
მანგალათიც დაინტერესდაო დაწერეს, არამგონია მოურინიომ გაუშვას, ყველა თამაშში იყო ბლინდი და ახლაც ძირითადში, გასაშვებ ფეხბურთელს ამდენ დროს არ მისცემს.

თან თუ მანჩესტერი სწრაფ კონტრ-შეტევებზე გააკეთებს აქცენტს, ვინ გააკეთებს შორეულ ზუსტ გადაცემებს?

მოუტინიოს ტაქტიკას რომ მოირგებს გუნდი, მერე კიდევ უფრო კარგად გამოჩნდება ბლინდის საჭიროება.

ასეთი კარგი მოედნის ხედვა არც ერთს არ აქვს მანჩესტერში, ჭკვიანი ფეხბურთელები გვჭირდება, მოედნის ხედვით, პოზიციის შერჩევით და კარგი პასით, იმიტომაც დგას ბლინდი ძირითადში და არა როხო ან ჯონსი.

შემთხვევით წავაწყდი ახლა სკაისპორტზე wink

Daley Blind, who was widely expected to be on his way out of Man Utd, has been told by Jose Mourinho that he has an important part to play at Old Trafford this season (Times)
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top