ზლატან იბრაჰიმოვიჩმა საკუთარი თავი მოედანზე "ლომად" დაახასიათა, თუმცა, შვედი ფორვარდი მიიჩნევს, რომ საკუთარი თავის ნდობას ზოგიერთი ქედმაღლობასთან აიგივებს.
ბევრისთვის საკულტო გმირმა და ბევრისთვის "ცუდი ბიჭის" იმიჯის მქონე შვედმა განაცხადა, რომ თავდაჯერებულობა მისი ერთ-ერთი დიდი აქტივია.
"მე ნორმალური პიროვნება ვარ. ხალხი მიიჩნევს, რომ მე ცუდი ბიჭის იმიჯი მაქვს. ვარ ისეთიც და ასეთიც. ხალხი ძალიან სასაცილოა. "როგორია ასეთი ზლატანი?,"-განუცხადა ზლატანმა Sky Sports-ს.
"მე ვზრუნავ ჩემს ოჯახზე, თუმცა, როდესაც ფეხს მოედანზე შევაბიჯებ, ლომი ვარ. ეს დიდი განსხვავებაა. არ მჯერა, რომ ქედმაღალი ვარ იმ თვალსაზრისით, როგორც ამას ხალხი ფიქრობს. მე თავდაჯერებული ვარ. საკუთარი თავის მჯერა, რაც ქედმაღლობა ნამდვილად არ არის. ვფიქრობ, რომ პიროვნების ჩამოსაყალიბებლად მთავარია ინდივიდუალური სიძლიერე.
როგორც ვთქვი, თავდაჯერებული ვარ. მაქვს ხედვა და ვაკეთებ ყველაფერს. ამისთვის კარგად და ძლიერ ვმუშაობ. არ ვფიქრობ, რომ ეს ქედმაღლობაა,"