თბილისი:
მანჩესტერი:
12-08-2016, 16:15
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 3233,
კომენტარები: 14
ოფიციალურად: იანუზაი "სანდერლენდში" იასპარეზებს
ბელგიელი ყოფილ მწვრთნელს დაუბრუნდა.
ოფიციალურად: იანუზაი
"მანჩესტერ იუნაიტედის" ბელგიელი ვინგერი, ადნან იანუზაი ერთწლიანი იჯარით "სანდერლენდში" იასპარეზებს.

21 წლის ბელგიელი შემტევი "სთედიუმ ლაითზე" გადავიდა, სადაც ის ყოფილ მწვრთნელს, დევიდ მოიესსა და თანაგუნდელებს, პატრიკ მაიკნეირსა და დონალდს ლავს დაუბრუნდა.

იანუზაის დებიუტი 2013 წლის 11 აგვისტოს, "უიგანის" წინააღმდეგ მატჩში შედგა. ადნანმა მოიესის ხელმძღვანელობის დროს 2013 წლის ოქტომბერს "სანდერლენდის" კარი ორჯერ დალაშქრა. ბელგიელი მზად არის კლუბს "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ მატჩში დაეხმაროს.

შეგახსენებთ, რომ მანამდე იანუზაი იჯარით დორტმუნდის "ბორუსიაში" თამაშობდა.

წყარო: Manutd.com
ახალი ამბები, ინტერვიუები, ტრანსფერები
14 კომენტარი
№11
ავტორი: Legend Sir Alex
12 აგვისტო 2016 17:24
  • სიახლეები: 176
  • კომენტარები: 696
კარგია ასე აჯობებს იმედია ნორმალურად მაინც მიიღებს სათამაშო პრაქტიკას და ექნება შესაძლებლობა მაქსიმალურად წარმოაჩინოს თავისი შესაძლებლობები.
0
№12
ავტორი: gela-manchesteri
12 აგვისტო 2016 17:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 639
ვაბშე გაუშვან რაღას აწამებენ
0
№13
ავტორი: Erik Kantona
12 აგვისტო 2016 18:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 7
მანჩესტერის დონის გუნდისთვის არ არის ეგ ბიჭი, უბრალოდ მოიესის დროს როცა გუნდი ვერ თამაშობდა და ფეხბურთელების დეფიციტი იყო ამ ფონზე მისი პოტენციალი გამოჩნდა. თუნდაც ავიღოთ ის ფაქტი რომ დორტმუნდში გატარებულმა ერთმა წელმა უქმად ჩაიარა მისთვის...
ჯობია დარჩეს სანდერლენდში ის პროგრესს ვერ განიცდის იმ დონეზე რომ მოუს დაევასოს თან ძალიმისერი ფეხბურთელიც არ არის ორთაბრძოლებს თავს არიდებს....
0
№14
ავტორი: stepno
12 აგვისტო 2016 19:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ვნახოთ აბა რას იზავს
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top