თბილისი:
მანჩესტერი:
15-08-2016, 19:13
ავტორი: Legend Sir Alex,
ნანახია: 3537,
კომენტარები: 14
პედი მაკნეირის წერილი "იუნაიტედს"
პედი ფანებს დაემშვიდობა.
პედი მაკნეირის წერილი
"მანჩესტერ იუნაიტედის" აწ უკვე ყოფილი და "სანდერლენდის" ახალწვეული, 21 წლის პედი მაკნაიერი "იუნაიტედსა" და კლუბის გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

21 წლის მცველი "იუნაიტედში" 2011 წლიდან ირიცხება. ჩრდილოეთ ირლანდიელის დებიუტი პირველ გუნდში 2014/15 წლების სეზონში, "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ მატჩში შედგა. ამ დროის განმავლობაში მაკნეირმა პრემიერ ლიგაში 24 შეხვედრა ჩაატარა.

რამდენიმე დღის წინ პედი თანაგუნდელ დონალდ ლავთან ერთად "სანდერლენდს" შეუერთდა.

მაკნეირი მადლობას უხდის კლუბსა და გულშემატკივრებს გვერდში დგომისთვის და მოუთმენლად ელის ახალ გუნდში თამაშს, სადაც მას "იუნაიტედის" ყოფილი მწვრთნელი, დევიდ მოიესი ელოდება.

"მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო ჩემს გულშემატკივრებსა და გუნდს გვერდში დგომისთვის. "ოლდ ტრაფორდზე" "იუნაიტედის" მაისურით თამაში იყო ჩემი ოცნება. ეს იყო გრძნობა, რომელსაც არასდროს დავივიწყებ."

ასევე მინდა მადლობა გადავუხადო "იუნაიტედის" ყველა თანამშრომელს, რომლებიც მეხმარებოდნენ წლების განმავლობაში იმისათვის, რომ მე პირველ გუნდში მეთამაშა.

"იუნაიტედის დატოვება ეს იყო ჩემთვის ძალაინ ძნელად მისაღები გადაწყვეტილება, მაგრამ მე მინდა პროგრესი და ამისათვის საჭიროა რეგურალური სათამაშო პრაქტიკა პირველ გუნდში. მე გადავედი ''სანდერლენდში'' და ახლა მოუთმენლად ველი ახალ სეზონსა და გულშემატკივრებთან შეხვედრას,"
-წერს ახალგაზრდა მცველი სოციალურ ქსელში.

ირლანდიელმა ლავთან ერთად "შავ კატებთან" 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ახალი ამბები
14 კომენტარი
№11
ავტორი: stepno
15 აგვისტო 2016 22:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
აბა წარმატებები
0
№12
ავტორი: SANDROGRIGA
15 აგვისტო 2016 23:39
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
მაინტერესეს სანდერლენდში რას იზამს
0
№13
ავტორი: kantona-7
16 აგვისტო 2016 03:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
warmatebebi pet....nuicit xalxo ase dajma fexnurtelze aravin icis jer rogor atamashdeba
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№14
ავტორი: manuchari
16 აგვისტო 2016 15:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 129
მივიდა და სიტის სამი ქულა აჩუქა სკამზე ყოფილიყო არ ჯობდა თუ რამეს არ გააკეთებდა ავტო გოლს სკამიდან მაინც ვერ გაიტანდა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top