თბილისი:
მანჩესტერი:
7-08-2016, 23:38
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 3476,
კომენტარები: 14
"ეს მნიშვნელოვანი გამარჯვებაა"
პორტუგალიელი მატჩის შემდგომ.
"იუნაიტედის" მიერ ქომუნითი შილდზე "ლესტერის" დამარცხების შემდეგ, ჟოზე მოურინიომ BT Sport-ისა და MUTV-ს ჟურნალისტებს საკუთარი ემოციები გაუზიარა და რამდენიმე თემაზე ვრცლად ისაუბრა.

"იუნაიტედის" პერფორმანსზე:

პირველი ტაიმი კარგი იყო, მეორესთან შედარებით, რომელმაც ვერ გამაკვირვა, რადგან გუნდი არ იყო საკმარისად ფორმაში საამისოდ, რომ თამაშის სტაბილურობა შეენარჩუნებინათ. მეორე ნახევარში, ვარდის, მუსასა და გრეის მოედანზე ყოფნით "ლესტერის" ტემპი გაიზარდა, აღნიშნულმა ფეხბურთელებმა თამაშის სტილი შეცვალეს. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი გამარჯვებაა, მაგრამ ჩვენ ბევრი უნდა ვიმუშაოთ. არ ვიქნები ზედმეტად ამბიციური და არ ვიტყვი, რომ ფანტასტიკურები ვიყავით, რადგან ეს არ იყო შესანიშნავი პერფორმანსი, თუმცა, სეზონის ამ ნაწილში ეს მართლაც კარგი შესრულებაა. ბიჭებიდან ზოგიერთს: მარსიალს, ფელაინისა და იბრაჰიმოვიჩს სავარჯიშოდ მხოლოდ 1 კვირა ჰქონდა. სხვა დანარჩენს კი 2 კვირა და ჩინეთის ტურნე, ცუდი წინასასეზონო ტურნე. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ ვიცვლებით, მაგრამ სეზონის გამარჯვებით დაწყება ყოველთვის მნიშვნელოვანია.


ლინგარდისა და ზლატანის გოლზე:

როდესაც ჩვენ ვიქნებით დომინანტები და საჯარიმოში უფრო ახლოს ვითამაშებთ, ზლატანი ძალიან აგრესიული იქნება. ზლატანი არ არის ძალიან სწრაფი ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია საჯარიმოდან 50 მეტრის მოშორებით ითამაშოს, როგორც ამას ვარდი აკეთებს. იბრაჰიმოვიჩს სათამაშოდ გუნდი სჭირდება. არის რაღაცები, რომელიც ჩვენ უნდა შევცვალოთ, რადგან მოწინააღმდეგე ბურთის ფლობაზე დიდ ყურადღებას ამახვილებდა. ჩაწოდებების მომენტში, გუნდი ნორმალურად ბრუნდება უკან და ცდილობს რამე ახალი სახე აჩვენოს. ჩვენ შეცვლას ვცდილობთ, რისი მაგალითიც მეორე გოლია.


ფელაინის პასი, რომელმაც ვარდის გოლი მოუტანა:

ვფიქრობ, ეს ნელი მოედნის შეცდომაა. მატჩამდე ხელი ბალახზე დავდე და ვიფიქრე: "ვაუ, ჩვენ შარში ვართ, რადგან გვსურს სწრაფი მოედანი, შედეგად კი ძალიან ნელ საფარს ვიღებთ." კარგი მოედანი, მაგრამ ნელი. არ ვიცი, იქნებ მათ მოედანი მორწყეს, თუმცა, ატმოსფერომ წყალი მაშინათვე მოკლა, სამწუხაროდ, შესაძლოა მათ ეს დაავიწყდათ, მაგრამ რეალურად მოედანი ძალიან ნელი იყო. ასე რომ, მარუანმა პასი უკან გააკეთა, ცუდი მოედნის გამო ბურთი სწრაფად არ წავიდა, ვარდიმ კი ეს იგრძნო და ყველაფერი სწრაფად გააკეთა. ვფიქრობ, ბაიი მეტოქეებისთვის შესანიშნავი მოწინააღმდეგეა, რადგან ის ძალიან სწრაფია. ვიცნობ ფეხბურთელებს, მაგრამ მაინც გექნება მცირე კითხვები, როდესაც შენ მოგყავს სრულიად განსხვავებული დონის ფეხბურთელს და სადებიუტო, ოფიციალურ შეხვედრაში სმოლინგის გარეშე აყენებ ძირითად შემადგენლობაში და აკისრებ უდიდეს პასუხისმგებლობას. ის ნამდვილად კარგი იყო, თუმცა უნდა ვთქვა, რომ სტაბილურობა მას დეილიმაც მიანიჭა.


პირველი ტიტული - მადლობა წინამორბედს:


მისტერ ვან გაალის მადლობელი ვარ, რადგან ინგლისის თასის მოგების გარეშე, დღე აქ არ ვიქნებოდით. ეს მატჩი არა ჩემ გამო, არამედ ლუის გამო ვითამაშე. ვფიქრობ ეს სასიამოვნოა და სული, ბოლომდე პროდუქტიული გუნდის წინააღმდეგ ძალიან კარგია, რომელიც კანტესა და კინგის გარეშე ბოლომდე თამაშობდა. "ლესტერი" არის გუნდი, რომელიც მუშაობს ერთად და ნებისმიერი გუნდის წინააღმდეგ კარგად თამაშობს. ჩვენმა გუნდმა შეიცვალა მენეჯერი, რამდენიმე ფეხბურთელი და ვცდილობთ, რომ შევიცვალოთ სტილი.


მეტი ახალი შენაძენებზე:

ერიკი პირველ დღიდან შესანიშნავად მუშაობს. ის სუპერ კომფორტულად გრძნობს თავს და დავაც არ ჭირდება იმას, რომ ის ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ზლატანი დაღლილია. ვფიქრობ, ის მატჩამდეც დაღლილი და სწორედ ამიტომ ნელი იყო. მას ცოტათი სიმკვეთრე აკლია, თუმცა, ერთი ჩაწოდება, ერთი თავური, ერთი გოლი და ერთი ტიტული.


პოგბას სამედიცინო შემოწმება დადასტურდა:

პოლი შესანიშნავი ფეხბურთელია. როდესაც ყველაფერი კარგად მიდის, ის შესანიშნავად თამაშობს, თუმცა, ზოგადად კარგი შემადგენლობა გვყავს. დღეისთვის ჯგუფის გარეთ 7 ფეხბურთელი რჩება, რომებიც კარგი მოთამაშეები არიან, მაგრამ ძალიან კარგად ყოფნისთვის კარგად მუშაობა მართებთ. ვფიქრობ, ჩვენ მენტალიტეტს ვაყალიბებთ და არის თამაშის პრინციპი, რომელსაც პერიოდულად ვცვლით. რაც შეეხება, დაცვის თვალსაზრისით, ჩვენ კარგი გუნდი გვყავს.


პრემიერ ლიგის პირველ მატჩამდე თავისუფალი კვირა:


ეს ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია. ერთი დღე დასვენებისთვის, ერთი კვირა მუშაობისთვის. ფაქტი, რომ მატჩი კვირას გვაქვს, ერთ დღეს გვმატებს. ეს კვირა ძალიან მნიშვნელოვანია, არ გვყავს ტრავმირებული, თუმცა, რა თქმა უნდა გვყავს დისკვალიფიცირებული სმოლინგის სახით, მაგრამ მთავარია, რომ არც ერთ მოთამაშეს არ აქვს ტრავმა. ვფიქრობ, ლინგარდს სერიოუზული რამე არ აქვს, მაგრამ ამისთვის სავარჯიშოდ დრო გვაქვს, მაგრამ დიდი გზა გველოდება.

წყარო: ManUtd.com
ახალი ამბები, ინტერვიუები, პრესკონფერენცია
14 კომენტარი
№11
ავტორი: dachi_mu
8 აგვისტო 2016 07:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
Vaax ra kargia chemi :D verwavikitxe sityvebi vdominirebdit :D :D :D
0
№12
ავტორი: rooney-scholes
8 აგვისტო 2016 08:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 210
Naxet moum matas ra gauchalicha shemoiyvana da gaiyvanada da albat daanaxa rom tavisit unda gaasxas
0
№13
ავტორი: gela-manchesteri
8 აგვისტო 2016 10:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 639
კაი იყო ეს ტიტული მარა მეტია საჭირო
0
№14
ავტორი: PrinceZlatan
8 აგვისტო 2016 12:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 25
ფერგის შემდეგ ჩვენი რეგრესი რომ დაიწყო მაინც ლივერპულზე მაღლა ვდგავართ და სწორედ ეს არის რის გამოც ვჯობივართ ლუზერპულს am
2013/14 - ინგლისის სუპერ თასი + ლიგის მეოთხედფინალი
2014/15 - უტიტულო სეზონი
2015/16 - ინგლისის ასოციაციის თასი
2016/17 - ინგლისის სუპერ თასი + ????????
ფაქტია,რომ ზოგიერთი გუნდი ამ შედეგზეც დაკმაყოფილდებოდა... ჟოზეს მივბაძე და არსენალს ჩავურტყი ნამიოკი am
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top