The Sun-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ოლდ ტრაფორდზე" გამართული უეინ რუნის საქველმოქმედო მატჩის დროს, ინგლისის ნაკრებისა და "იუნაიტედის" კაპიტნის სახლში შეღწევა დამნაშავემ სცადა. მძარცველმა ისარგებლა იმით, რომ სახლში არავინ იქნებოდა, რადგან მოგეხსენებათ, აღნიშნულ მატჩში სტადიონზე რუნის მთელი ოჯახი ქომაგობდა.
როგორც გამოცემა წერს, მძარცველი ჩეშირის საგრაფოში მდებარე 30 წლის ფორვარდის სახლში შესვლა სცადეს, თუმცა, უსაფრთხოების სისტემამ მათ ამსი საშუალება არ მისცა. სიგნალიზაციის ჩართვიდან რამდენიმე წუთში სახლში 3 მანქანით შეიარაღებული პოლიციელები, თვრითმფრინავი და კინოლოგთა ჯგუფი მოვიდნენ.
ვიდეოკამერის ჩანაწერებმა დააფიქსირა ნიღბიანი მამაკაცი, რომელიც კარში შესვლას ცდილობდა. პოლიციის მოსვლის შემდეგ, მძარცველმა დააგდო ხელჩანთა და ადგილზე მიიმალა. ჩანთაში პოლიციელებმა სპეციალური საიზოლაციო ლენტი და ელექტრონული სადენები აღმოაჩინეს.