თბილისი:
მანჩესტერი:
4-08-2016, 17:25
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 2256,
კომენტარები: 14
იანგი: "ტიტულისთვის ვიბრძოლებთ"
ეშლი იანგი მომავალ სეზონზე საუბრობს.
იანგი:
ეშლი იანგმა, "ევერტონთან" მატჩის შემდეგ ახალ სეზონზე ისაუბრა. ინგლისელ ვინგერს სჯერა, რომ ჟოზე მოურინიოსთან ერთად "იუნაიტედი" მწვერვალებს დაიპყრობს და 2016/17 წლების სეზონში პრემიერ ლიგის მოგებას მოახერხებს.

კითხვაზე, შეუძლია თუ არა "იუნაიტედს" ახალი სეზონისთვის გამოწვევების მიღება, იანგმა MUTV-ს განუცხადა: "რა თქმა უნდა, ჩვენ გვსურს წარმატების გზაზე დაბრუნება და ტიტულების კვლავ ჩაგდება. კლუბის ზომა "იუნაიტედს" ტიტულისთვის უნდა უბიძგებდეს და მჯერა, რომ დღევანდელი შემადგენლობით, ჩვენ ამის მიღწევა შეგვიძლია.

რამდენიმე დღეში, ჩვენ ქომუნითი შილდი გვაქვს და მოთამაშეებისთვის წუთები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ყველა შანსის მიღებით მოხარულია, მაგრამ არ ვიცი, როგორ გრძნობენ თავს ჩემი ფეხები. ჩვენ კვირას გასამართი შეხვედრის დაწყებას მოუთმენლად ველით.

ასევე ინგლისელმა შემტევმა უეინ რუნის საქველმოქმედო საღამოზე ისაუბრა:

"ის კლუბის შესანიშნავი მსახურია. უეინი მსოფლიო კლასის ფეხბურთელია. 12 წლის განმავლობაში, უამრავი მოგებული ტიტულის მიუხედავად, მას გამარჯვება კვლავ სურს და მასთან თამაში დიდი მხიარულებაა. ვიმედოვნებ, რომ აღნიშნულ შევხედრაში შემოსული თანხა, კარგ მიზეზებისთვის იქნება გამოყენებული.

მას ერთნაირი ხასიათი აქვს, როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ. უეინი ყველას აჩვენებს, რომ დამშეულია და ტიტულების მოგება სურს. მასთან თამაში შესანიშნავია და იმედი მაქვს, ეს კიდევ დიდი ხნის განმავლობაში მოხდება,"


წყარო: ManUtd.com
ახალი ამბები, ინტერვიუები
14 კომენტარი
№11
ავტორი: herrera21
4 აგვისტო 2016 23:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 18
ტიტულისთვის ვიბრძოლებთო? იბრძოლებენ კი არა ყველაფერი უნდა მოიგონ რომელ ტურნირზეც გამოვლენ ამდენ ფულს ვხარჯავთ და შედეგი უნდა დაიდოს დროა უკვე გულშემატკივრები მოწყურებული ვარტ მანჩესტერის დომინირებას ევროპულ ფეხბურთში
0
№12
ავტორი: SANDROGRIGA
5 აგვისტო 2016 00:22
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
უნდა მოუმატს ამან
0
№13
ავტორი: chestersa
5 აგვისტო 2016 00:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 265
ჯონსი, როხო, იანგი, ფელაიინი, ლინგარდი აუცილებლად გასაშვებია გუნდიდან მაგრამ აი ნახავთ ფელაინის დაიტოვებს და შვაინშტაიგერს გაუშვებს როხო გუშვა უკვე მგონი და ჯონსსაც მალე მიაყოლებს იანგი ნამდვილად გასაშვებია ვალენსია მხოლოდ იმიტომ არ დავწერე რომ დარმიანის სიდებილის ფონზე იქნებ დაცვაში მაინც დაგვეხმაროს ხოლმე ხანდახან, ხო კიდე იანუზაიც არც ეგ და არც ლინგარდი გუნდში გასაჩერებელი არაა არცერთი!
0
№14
ავტორი: vanovano
5 აგვისტო 2016 10:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 260
შენ თუ კიდევ თამაშობდი ნაღდად არ ვიცოდი
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top