თბილისი:
მანჩესტერი:
4-08-2016, 10:30
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 2338,
კომენტარები: 12
დარმიანი: "კონკურენციაში ცუდი არაფერია"
მატეო დარმიანი მომდევნო სეზონზე საუბრობს.
დარმიანი:
მატეო დარმიანი ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, არდადეგებიდან დაბრუნდა და ახალი მწვრთნელის ნდობის მოსაპოვებლად მზად არის.

ნაკრების თამაშები, დარმაინის სტარტის დაგვიანების მიზეზი გახდა. ჟოზე მოურინიოს გადაწყვეტილებით, ის "გალათასარაის" წინააღმდეგ მხოლოდ მეორე ტაიმში გამოჩნდა და "წითლების" მაისურით მეორე შეხვედრისთვის მზადაა.

ოფიციალური საიტისთვის მიცემულ ინტერვიუში მან სეზონის დაწყებამდე საკუთარ მომზადებაზე ისაუბრა: "ეს თამაში იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ეს არის ჩემი პირველი სავარჯიშო კვირა. კლუბის მოსამზადებელ ბანაკში გასულ კვირას დავბრუნდი და ამჟამად ჩემს ფიზიკურ ფორმაზე ვმუშაობ. ჯერჯერობით თამაშის თვალსაზრისით, ყველაფერი კარგად მიდის. ჩვენ, ბევრი კარგი ფეხბურთელი გვყავს, ასე რომ ჯანსაღ კონკურენციაში, ცუდი არაფერია. მთავარი წვრთნელისგან შანსს მშვიდად უნდა ელოდო. მივიჩნევ, რომ ის შესანიშნავი მწვრთნელია, რომელსაც ყოველთვის სურს გამარჯვება და მისი ტიტულების სია ყველაფერზე მეტყველებს.

ამ კვირას, ჩვენ მხოლოდ საკუთარ თავზე ვმუშაობთ, რათა მოვემზადოთ ახალი სეზონისთვის. მე მარჯვენა მცველი ვარ, მაგრამ მარცხნივ თამაში შემიძლია. თუ მწვრთნელს უნდა, რომ მარცხენა ფლანგზე ვითამაშო, დავეთანხმები და ჩვეულებრივ ვითამაშებ,"
-აცხადებს იტალიელი
ახალი ამბები, ინტერვიუები
12 კომენტარი
№11
ავტორი: rooney-ibrahimovich
4 აგვისტო 2016 16:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 72
Sad es da sad vale valencia amas 25 TAVIT mirchevnia

Ara mgonia rom dziritadshi iyos smolingi bailly shaw valencia carrik fela martial mkhito rooney ibra
0
№12
ავტორი: lefty
5 აგვისტო 2016 12:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 512
დარმიანი ცოტა გაიხსნას და დაიხევს
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top