ფილიპ ლამი თვლის, რომ ბასტიანი ახლო მომავალში “ბაიერნის“ რიგებში დაბრუნდება და გერმანელები პატივისცემით მიიღებენ.
“ბასტიანი “ბაიერნიდან“ ყველასათვის მოულოდნელად წავიდა, თუმცა ამით მან დიდი ხნის ოცნება აიხდინა. “მანჩესტერ იუნაიტედში“ მის საკეთილდღეოდ მოვლენები ნამდვილად არ განვითარებულა და მეეჭვება ის თავს ახლა კომფორტულად გრძნობდეს.
დარწმუნებული ვარ, სულ მალე “ალიანს არენაზე“ დაბრუნდება და ჩვენც ღირსეულად დავხვდებით. როცა ბასტიანი მზად იქნება ეს აუცილებლად მოხდება და ამ ფაქტს მივესალმები.“ - დასძინა გერმანელმა .