ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, რომელმაც "მანჩესტერ იუნაიტედში" ვარჯიში რამდენიმე დღეა დაიწყო, დავიდ დე ხეასა და სხვა თანაგუნდელზე პოზიტიური გავლენა მოახდინა.
"გალათასარაის" წინააღმდეგ მატჩის წინ, MUTV-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში დე ხეა ზლატანის კლუბში მოსვლას მიესალმა და შვედ ფორვარდზე ისაუბრა.
"ძალიან კარგია, რომ ზლატანი უკვე აქ არის. თქვე შეგიძლიათ ნახოთ, რომ ის ტოპ კლასის ფეხბურთელია. ზლატანი არის დიდი, უმაღლესი ხარისხის მქონე მოთამაშე.
ვფიქრობ, ის გუნდს ძალიან სწრაფად მოერგება. ის აქ ისე იქცეოდა, როგორც "იუნაიტედში" რამდენიმე წლიანი სტაჟის მქონე მოთამაშე, მსგავსად ერიკ ბაიისა და ჰენრიხ მხითარიანისა. ისინი ნამდვილად კარგად თამაშობენ, ვარჯიშობენ საუკეთესოდ და სწორედ აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ შესანიშნავი ფეხბურთელები გავიფორმეთ,"
ესპანელმა კიპერმა მცირე კომენტარი ბაიისა და ჰენრიხზეც გააკეთა: "როდესაც ხედავ, რომ გუნდში ასეთი ფეხბურთელები მოდიან, ეს ენერგიას გმატებს. გუნდთან ერთად ვარჯიშის დროს ცდილობ, რომ რაც შეიძლება სწრაფად ჩადგე ფორმაში. ჩვენ, ყველანი, "ლესტერის" წინააღმდეგ პირველი მატჩის ჩასატარებლად მზად ვართ.
დიახ, მე ვვარჯიშობდი 10-11 დღის განმავლობაში და ფეხებში დაღლას ვგრძნობ, მაგრამ, რა თქმა უნდა, თამაშისთვის მზად ვარ,"-აცხადებს დავიდი