თბილისი:
მანჩესტერი:
14-01-2013, 11:15
ავტორი: love united,
ნანახია: 2016,
კომენტარები: 11
სერ ალექსი მატჩის შემდეგ
ფერგიუსონმა ჟურნალისტებს გაუზიარა თავისი მოსაზრებები ლივერპულთან მატჩის შემდეგ...
სერ ალექსი მატჩის შემდეგ
თამაში და შედეგი


”იუნაიტედის” თავკაცი გახარებულია, რადგან მისმა გუნდმა დამაჯერებლად დაამარცხა ლივერპული უკვე მეორედ ამ სეზონში.”წითელ ეშმაკებს” მატჩის ბოლო წუთებში მოუწიათ ცოტა ნერვიულობა, იმის გამო, რომ დანიელ სტარიჯმა მეორე ტაიმში უპასუხა რობინ ვან პერსისა და ნემანია ვიდიჩის გოლებს.”საერთო ჯამში, ჩვენ ვნახეთ საინტერესო მატჩი მანჩესტერისა და ლივერპულის შესრულებით.თამაში სავსე იყო ემოციებით და ლამაზი ეპიზოდებით.კარგია ასეთ ძნელ მატჩში გამარჯვების მოპოვება.ჩვენ ვითამაშეთ დამაჯერებლად თითქმის მთელი შეხვედრა.განსაკუთრებით კარგად გამოვიყურებოდით პირველ ტაიმში.როდესაც მათ გოლი გაგვიტანეს, მოგვიწია ცოტა ნერვიულობა.საბოლოო ჯამში, მე კმაყოფილი ვარ გამარჯვებით.-ციტირებს ფერგიუსონის სიტყვებს manutd.com.-”ვფიქრობ, ეს გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო.არ აქვს აზრი თუ რომელ ადგილზეა გუნდი, მე ამის შესახებ ადრეც ვთქვი.გუშინ ერთმანეთს შეხვდნენ ინგლისის ყველაზე წარმატებული კლუბები, ასე რომ დღეს გამარჯვება იყო აუცილებელი.”

დენი უელბეკი და შინჯი კაგავა


მენეჯერმა განაცხადა, რომ იმ ეპიზოდში, როდესაც შინჯი პეპე რეინას შეეჯახა უნდა დანიშნულიყო პენალტი, რადგანაც იაპონელს მცველმა ხელი კრა.ასევე სერ ალექსმა შეაქო დენი უელბეკი კარგი და აქტიური თამაშის გამო.”პირველი გატანილი ბურთი იყო ჩვენი ზეწოლის შედეგი მათ დაცვაზე.რობინ ვან პერსიმ იმოქმედა ტექნიკურად გოლის ეპიზოდში.მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ გოლამდე უნდა გაგვეტანა 4-5 ბურთი.ერთ ეპიზოდში შინჯი კაგავას კრეს ხელი და არ დაინიშნა პენალტი.დენი უელბეკი დღეს უბრალოდ შესანიშნავი იყო.იგი არ ასვენებდა ლივერპულის დაცვას.მან და რობინმა შეაწუხეს ცენტრალური მცველები.მე მინდოდა მას ეთამაშა თავდასხმელზე ოდნავ უკან.დენიმ კარგად გაართვა ამ დავალებას თავი.”

დაცვა


სერ ალექსი გამოტყდა, რომ მეორე გოლი პატრის ევრას გატანილი ეგონა და არა ნემანია ვიდიჩის.ფრანგს ამ სეზონში ჩამოუყალიბდა გოლეადორის ინსტიქტი.”მე არ მინახია ამ გოლის ზუსტი დეტალები.მაგრამ მე როგორც დავინახე, ბურთი არავის შეხებია და ისე შევიდა კარში.დღეს იყო ეპიზოდები, როდესაც ჩვენ დაცვა ქაოტურად მოქმედებდა.ეს გრძელდებოდა დაახლოებით სამი წუთის განვმალობაში.მაგრამ საბოლოო ჯამში, ბიჭებმა კარგად ითამაშეს.”

ტრავმები


ჯონი ევანსმა გამოტოვა მატჩი მყესის ტრავმის გამო.მუხლის ტრავმის გამო ნემანია ვიდიჩი გახდა შესაცვლელი მატჩის ბოლო წუთებში.ასევე ანდერს ლინდეგაარდს შეეყარა გრიპი, შესაბამისად სათადარიგო სკამზე ბენ ამოსი იმყოფებოდა.”გუშინ ჯონიმ იგრძნო ტკივილი მუხლის არეში.მე ვიყავი ნოტინგემში და იქ მივიღე შეტყობინება.მაგრამ რიოს და ვიდას აქვთ დიდი გამოცდილება ასეთ თამაშებში მონაწილეობისა.დღეს ისინი კარგად გამოიყურებოდნენ.”

წყარო:http://redevils.ru
ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: Shako Jones
14 იანვარი 2013 15:29
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
რუნი გვაკლდა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top